რაში გვჭირდება გრამატიკის სწავლა?-მოამზადა მაიკო გოგოლაძემ


რაში გვჭირდება გრამატიკის სწავლა? იმაში, რომ სწორად ვწეროთ და ვიმეტყველოთ. რა თქმა უნდა,გრამატიკის საფუძვლიან შესწავლას მოკლე დროში ვერ მოვახერხებთ,თუმცა ცოტა თეორია და უფრო მეტი პრაქტიკული დავალება  მოგვცემს  საშუალებას, რომ შევძლოთ სწორად წერა, რაც ყველგან და ყოველთვის საჭიროა.

მოსწავლეებს ხშირად ერევათ მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული, სინტაქსური, პუნქტუაციური და სტილისტური შეცდომები. პირველი დავალება (ტექსტის რედაქტირება) ეროვნული გამოცდის,ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტში სწორედ სწორედ ზემოხსენებული საკითხების საფუძვლიან ცოდნას მოითხოვს. ვეცდები  ჩემ მიერ შემოთავაზებუოლი გაკვეთილების დახმარებით უკეთ გაერკვეთ ამა თუ იმ საკითხში. მაშ ასე, პირევლი გაკვეთილი დავიწყოთ ზოგადი შესავლით.

შესავალი
რას გულისხმობს მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული შეცდომა?
სიტყვის არასწორ, არამართებულ დაწერილობას.
მაგალითად:

ფანჯარის რაფაზე-ფანჯრის რაფაზე
მე ვარჯიშობ-მე ვვარჯიშობ
7-ე კლასში სწავლობს – მე-7 კლასში სწავლობს.
ამრიგად:მორფოლოგია შეისწავლის სიტყვათა წარმოქმნასა და მათ ფორმაცვალობადობას.
ორთოგრაფია (მართლწერა)გულისხმობს სიტყვის სწორ დაწერილობას.

რას გულისხმობს სინტაქსური შეცდომა?

სიტყვათა არასწორ კავშირს წინადადებაში და წინადადებათა არასწორ აგებულებას.
მაგალითად: ჯუნგლებში მტაცებელი ცხოველები ცხოვრობსცხოველები ცხოვრობენ
ექვთიმემ ყველაფერი გააკეთა,რადგან ღირსეულად შეესრულებინა უმნიშვნელოვანესი მისია-რათა შეესრულებინა.
მეგობარმა წიგნი მაჩუქა,რომელიც გუშინ დაიბეჭდა-მაჩუქა წიგნი,რომელიც…

ამრიგად, სინტაქის შეისწავლის სიტყვათა შეკავშირების წესებს.წინადადების აგებულობასა და მის ტიპებს.

რას გულისხმობს პუნქტუაციური შეცდომა?
სასვენი ნიშნების არამართებულ გამოყენებას.
მაგალითად: იგი ისეთი არ იყო როგორებიც იყვნენ სხვები-იგი ისეთი არ
იყო,როგორებიც იყვნენ სხვები.
ჰეი შესდექ ოფიცერო-ჰეი,შესდექ,ოფიცერო!
მისი ღვინო სულ ცოტა თუმნად მაინც გაიყიდებოდა-მისი ღვინო,სულ ცოტა,თუმნად მაინც გაიყიდებოდა
ამრიგად, პუნქტუაცია შეისწავლის სასვენი ნიშნების გამოყენების წესებს.

რას გულისხმობს სტილისტური შეცდომა?
ქართულისათვის შეუსაბამო ენობრივი საშუალებების გამოყენებას წინადადებაში
მაგალითად: ძალზე უმნიშვნელოვანესი მისია-უმნიშვნელოვანესი მისია.
მას შემდეგ ბევი ხანი გავიდა-დიდი ხანი გავიდა
1925წელს მოხდა მის არჩევა სამეცნიერო საზოგადოების წევრად-1925 წელს ის აირჩიეს სამეცნიეროსაზოგადოების წევრად
ამრიგად. სტილისტიკა შეისწავლის ენის გამომსახველობით საშულებებს.

შეასრულეთ წერითი დავალება, იპოვეთ ტექსტში შეცდომები, მომავალ გაკვეთილზე შემოგთავაზებთ ტექსტის გასწორებულ ვარიანტს და შეცდომების გასწორებას დაწვრილებით, რაც საშუალებას მოგცემთ შეაფასოთ თქვენი ნამუშევარი და ყურადღება გაამახვილოთ თქვენს მიერ დაშვებულ შეცდომებზე. (დავალება მოცემულია 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებზე გამოყენებული ტესტიდან)

ტექსტის რედაქტირება (20 ქულა)

ქვემოთ მოცემულ ტექსტში დაშვებულია მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული, სინტაქსური პუნქტუაციური  შეცდომე-ბი და სტილისტური ხარვეზები. გაასწორეთ ეს შეცდომები და ხარვეზები და ისე გადაწერეთ მთელი ტექსტი. გაითვალისწინეთ, ქულები დაგაკლდებათ თქვენ მიერ გადაწერილ ტექსტში დაშვებული თითოეული შეცდომის, ხარვეზისა თუ უზუსტობის გამო.

 

 

ჰალიკარნასი, დღევანდელი ბოდრუმი მცირე აზიის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი იყო. მის

მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენდა მეფე მავსოლის დიდებული აკლდამა. სამარხის

მშენებლობა     მეფის     სიცოცხლეშივე    დაიწყო.     არქიტექტორთა    ჩანაფიქრით,    სამარხს     რო-

გორც ყველაზე მდიდრულ ნაგებობას ქალაქი უნდა დაემშვენებია. ეს იყო ბერძნული ტაძარის

მსგავსი შენობა. იგი შემკული იყო მარმარილოს ქანდაკებებითა და ბარელიეფებით, რომელიც

იმ დროინდელმა საუკეთესო მოქანდაკეებმა შექმნეს. ბარელიეფებზე გამოსახული სცენები ამორ-

ძალებთან ბერძენთა ბრძოლას ანსახიერებდა.

მავსოლე გარდაიცვალა ძველ წელთაღრიცხვის IV საუკუნის 50-იან წლებში. მის მიერვე

აგებულ აკლდამაში დაკრძალეს იგი, რომელსაც მავსოლეს პატივსაცემად მავზოლეუმი უწო-

დეს. XIV საუკუნეში მავზოლეუმი ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია. იგი საბოლოოდ განადგურ-

და XV საუკუნეში ჯვაროსნების შემოსევის შედეგად. ოქროსა და განძეულობის მაძიებლებმა

სამარხი სრულყოფილად გაძარცვეს. ჯვაროსნები კედლებისაგან მარმარილოს ფილებს გლი-

ჯავდნენ ქანდაკებებს ამსხვრევდნენ. ჰალიკარნასის ნანგრევებზე მათ ააშენეს პირქუში და მიუ-

ვალი სიმაგრე წმინდა პეტრეს ციხე.

XIX საუკუნის 50-იან წლებში მავზოლეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო არქეოლოგი-

ური გათხრები. არქეოლოგების მიერ მოხდა მავზოლეუმის ნაშთების, ბარელიეფებისა და ქან-

დაკებების ფრაგმენტების აღმოჩენა რამაც მის მრავალ საიდუმლოს მოფინა ნათელი.

გისურვებთ წარმატებას

დაიმახსოვრეთ: გრამატიკის ცოდნა, ანუ სწორად წერა და სწორად მეტყველება, წარმატებული ადამიანის “სავიზიტო ბარათია”. 

დატოვე კომენტარი