https://docs.google.com/forms/d/1rtJqPFp3-Ndtwxj2D4f6TlFXRmK2k-6h0FFJDg3NLDs/viewform
Author Archives: geocentre
როგორ დავწეროთ არგუმენტირებული ესე
არსებობს მოსაზრება,რომ გარემოს დაცვის მიზანი მხოლოდ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა თუ იქნება,მაშინ გარემო შეიძლება დაუცველი აღმოჩნდეს. არგუმენტირებული მსჯელობით დაეთანხმეთ ან უარყავით იგი.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2015
ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე 7 დღე რჩება. დროზე დავა ფილოსოფიური საკითხია, დარჩენილი დრო ვისთვის ცოტაა, ვისთვის ბევრი და ვისთვის საკმარისი, გააჩნია რის მოსწრებას დავგეგმავთ ამ შვიდი დღის განმავლობაში.
დიახ, ცოტა დროა იმისთვის, რომ საგამოცდო პროგრამებით გათვალისწინებული საკითხების შესწავლა დაიწყოთ, ბევრია დრო ერთი კონკრეტული ტესტით საკუთარი ცოდნის შესამოწმებლად,თუმცა, სრულიად საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს იმისთვის, რომ ცოდნა სისტემაში მოიყვანოთ და ფსიქოლოგიურად მომზადებული შეხვდეთ გამოცდებს, ამისათვის ცოდნასთან ერთად თავდაჯერება და სიმშვიდე გჭირდებათ.
ამ ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ მიერ შედგენილი ტესტები დაგეხმარებათ შეამოწმოთ საკუთარი ცოდნა, ჩვენი პედაგოგები იზრუნებენ, კარგად გაიაზროთ თითოეული დავალების ამოცანა და მისი გადაჭრის გზები, იმედია ჩვენი მცდელობა დადებითად აისახება გამოცდების შედეგებზე.
გისურვებთ წარმატებას