ტესტის პასუხები-The United Kingdom


Answers:

Task I

  1. 4
  2. 3
  3. 1
  4. 3
  5. 2
  6. 4
  7. 4
  8. 3
  9. 2
  10. 2
  11. 3
  12. 3
  13. 4
  14. 3
  15. 1
  16. 3
  17. 2

 

Task II

  1. Known; sovereign state
  2. Crosses
  3. Combines
  4. Capital; populous; financial
  5. Divided; boroughs
  6. Judicial
  7. Judge; jury
  8. Newspaper readers
  9. Cathedral; built; architect
  10. Executed; murdered
  11. Recognizable
  12. Commemorate
  13. Persuade; purchase; including.

 

ლაგოდეხის ნაკრძალი


 

წყარო: saunje.ge

ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი — მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე, საქართველოს ტერიტორიაზე. დაარსდა 1912 წელს. უჭირავს 19749 ჰა, აქედან ტყით დაფარულია 12346 ჰა (72 %), დანარჩენი 5322 ჰა ალპური საძოვრებია. ზღვის დონიდან სიმაღლეების დიდი ამპლიტუდა (450-3500 მ), მკვეთრად დასერილი რელიეფი, სხვადასხვა დაქანებისა და ექსპოზიციის ფერდობები, ღრმა ხევები მდინარეებით ძლიერ განსხვავებულ და რთულ ბუნებრივ ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებს ქმნის, რაც განაპირობებს მცენარეული საფრის მრავალფეროვნებას. აქ მკვეთრადაა გამოსახული ტყის სარტყელი (ზღვის დონიდან 450-2300 მ-მდე) ქართული მუხის მუხნარებით და აღმოსავლური წიფლის წიფლნარებით და ალპური სარტყელი (ზღვის დონიდან 2300-3500 მ) მდელოებით, „ხალებით“ და დეკიანებით. ამ სარტყლებს შორის განლაგებულია სუბალპური მეჩხერი (მაღალმთის მუხისა და ბოკვის) და ტანბრეცილი (არყის) ტყეების სარტყელი (ზღვის დონიდან 1700-2300 მ). ალპური სარტყლის მაღლა სუბნივალური სარტყელია (ზღვის დონიდან 3000 მ) ძლიერ მეჩხერი ბალახნარით.

საქართველოში გავრცელებულ მცენარეთა სახეობების თითქმის 2/3 ნაკრძალშია თავმოყრილი. ხსენებულ ზაფხულმწვანე ჯიშების გარდა აქ ტყეებს ქმნის კავკასიური რცხილა, კავკასიური ცაცხვი, მინდვრის ნეკერჩხალი, დათვის თხილი, იფანი, მურყანი, წაბლი და სხვა. ქვეტყეში გვხვდება ჯონჯოლი, მოცვი, შინდი, შინდანწლა, ასკილი, უცვეთლა, ლიანებიდან — გარეული ვაზი, ეკალღიჭი, კატაბარდა, პასტუხოვის სურო და სხვა. კლიმატის სუბტროპიკული ხასიათის გამო ამ კუთხეში შემორჩა კოლხეთისა და ტალიშის მცენარეულობის ელემენტები: ლაფანი, კაკლის ხე, წაბლი, დიდი ბოკვი, პასტუხოვის სურო. ნაკრძალში ყვავილოვან მცენარეთა 1500-მდე სახეობაა, იგი, მდიდარია ენდემური სახეობებით (იულიას ფურისულა, მლოკოსევიჩის იორდასალამი, ლაგოდეხის ნაღველა და სხვა). ნაკრძალში აღრიცხულია 42 სახეობის ძუძუმწოვარი ცხოველი. აქ ჯოგებად გვხვდება აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი, ბევრია კავკასიური არჩვი, კავკასიური კეთილშობილი ირემი, ევროპული შველი, კავკასიური მურა დათვი, კავკასიური ფოცხვერიგარეული ღორი, თეთრგულა და ყვითელგულა კვერნა, ამიერკავკასიური მაჩვი, კავკასიური ტყის კატა და სხვა.

ფრინველებიდან (აღრიცხულია მათი 120 სახეობა) აღსანიშნავია კავკასიური როჭო და შურთხი, დიდტანიანი მტაცებელი ფრინველები და მრავალი სახის მგალობელი ფრინველი, რეგისტრირებულია აგრეთვე ამფიბიის 4 და ქვეწარმავლების 8 სახეობა. ნაკრძალში მოწყობილია ფლორისა და ფაუნის მუზეუმი, მაღამთის მეტეოროლოგიური სადგური. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი დაჯილოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით (1972)

ლაგოდეხის ნაკრძალი
ფოტოების წყარო: ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფბ-გვერდი

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე – (+)

“ორბი რომ ბუდობს, ჩანჩქერიც გადმოქუხს ლაღი, წყლიანი”…

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიას სწორედ ჩანჩქერებისა და ფრინველების სანახავად უნდა ეწვიოთ. ალაპური იალაღების თავზე მთის არწივები, ბატკანძრები და ორბები დალილვლივებენ, აქ მობინადრე როჭო და შურთხი კი ის ფრინველებია, რომლსაც მხოლოდ კავკასიაში შეხვდებით. თუ გინდათ იხილოთ როგორ გადმოქუხს ლაღი და წყლიანი ჩანჩქერები, შრომისხევსა და ნინოსხევს ფეხით უნდა შეუყვეთ. 7-8 კილომეტრის გავლა არაფრად მოგეჩვენებათ იმ სანახაობასთან შედარებით, რითაც წყალვარდნილები სტუმრებს ეგებებიან. გზაში შეიძლება შველს, ირემს ან გარეულ ღორსაც გადააწყდეთ. ლაგოდეხის ნაკრძალი და აღკვეთილი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზეა განფენილი და მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 400-დან 3500 მდე მერყეობს. 2850 მეტრზე ასულებს “შავი კლდეების ტბები” დაგხვდებათ, რომლებიც მყინვარის დადნობის შედეგად წარმოიშვა. კლდეებში ჩაგუბებული ტბების სილამაზე მნახველთა გაოცებას იწვევს. გაოცებას იწვევეს ფოთლოვანი ტყეების სამეფოს წიფლისა და რცხილას ქალწულებრივი ტყეებიც, რომელთაც საქართველოში ანალოგი არ მოეძებნება და ის ფაქტიც, რომ აქ ფლორის 121 სახეობა კავკასიის, ხოლო 9 საქართველოს ენდემია, საიდანაც 7 საკუთრივ მხოლოდ ლაგოდეხში გვხვდება.

ბელა ჩეკურიშვილი

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები

(ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი და ლაგოდეხის აღკვეთილი)

/შეიქმნა 1912 წ./

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის დაარსება უკავშირდება პოლონელი მოყვარული ნატურალისტის – ლუდვიგ მლოკოსევიჩის სახელს. დიდგვაროვანი წარმოშობის გადამდგარი ოფიცერი რუსეთის ხელისუფლებამ იძულებით გადაასახლა ლაგოდეხში, სადაც მან უბრალო მეტყევედ დაიწყო მუშაობა. 1875 წელს მლოკოსიევიჩს დაებადა ეჭვი, რომ ლაგოდეხის მთებში მობინადრე როჭო ევროპულისგან განსხვავდებოდა. ამ ეჭვის გასამყარებლად მან რამდენიმე ინდივიდი გაუგზავნა იმ დროის მოწინავე ბიოლოგებს, რითაც ახალ აღმოჩენას დაუდო საფუძველი. 1889 წელს ლუდვიგ მლოკოსევიჩმა რუსეთის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის წინაშე პირველად დასვა საკითხი ლაგოდეხის ხეობის ნაკრძალად გამოცხადების შესახებ. აკადემიამ ლაგოდეხში ამ საკითხის შესასწავლად მიავლინა იურიევის (ტარტუ) უნივერსიტეტის პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ნიკოლოზ ივანეს ძე კუზნეცოვი. მან, ლუდვიგ მლოკოსევიჩთან ერთად, ლაგოდეხის რეგიონში მოაწყო რამდენიმე ექსპედიცია.

ექსპედიციის შედეგად გაირკვა, რომ ლაგოდეხის ხეობაში არსებული მცენარეული საფარი წარმოადგენს მესამეული ფლორის იშვიათ მცენარეებს, რომელთა უმრავლესობა არის ვიწრო, ლოკალური, ენდემური სახეობები. გეოგრაფიული საზოგადოებისა და მეცნიერებათა აკადემიის შუამდგომლობით, ლაგოდეხის ხეობა 1912 წელს გამოცხადდა ნაკრძალად და ამ ტერიტორიაზე აიკრძალა ხის ჭრა, ნადირობა და საქონლის ძოვება. 2003 წლიდან ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე წარმოდგენილია როგორც ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი (19,749 ჰა), ასევე ლაგოდეხის აღკვეთილი (4,702 ჰა). ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სისტემისათვის დამახასიათებელია ზომიერად ტენიანი, სუბტროპიკული კლიმატი. თუმცა, სიმაღლეთა შორის დიდი სხვაობის გამო, შეიმჩნევა ლოკალური კლიმატური პირობების მკვეთრი სხვადასხვაობა. შედარებით მაღალ სიმაღლეზე კლიმატი ზომიერად ტენიანია, ხასიათდება ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი, მაგრამ გრილი ზაფხულით. დაცული ტერიტორიების ქვედა ზონებში აღინიშნება შედარებით რბილი კლიმატი ნაკლებად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი ცხელი ზაფხულით.

ბიომრავალფეროვნება

ბიოლოგიური მრავალფეროვნების კუთხით ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი კავკასიის რეგიონში და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მიერ (WWF) იდენტიფიცირებულია, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გლობალური ეკო-რეგიონი (კავკასიური შერეული ტყეების ეკო-რეგიონი), ძირითადი ორნიტოლოგიური ტერიტორია Important Bird Area (GE024) და საერთაშორისო კონსერვაციის (Conservation International) მიერ – როგორც ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილი. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ასევე აღიარებულია, როგორც „ზურმუხტის ქსელის“ პოტენციური კანდიდატი და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ ბუნების დაცვასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად ასევე კვალიფიცირდება Natura 2000-ისათვის. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე 1,100 სახეობის მცენარეა, მათ შორის, დენდროფლორა 130-მდე სახეობითაა წარმოდგენილი. ტყის სარტყელი ხასიათდება დიდი ბიომრავალფეროვნებით, სადაც ტყის ქვედა ზონაში გვხვდება რცხილნარი, მუხნარი მუხნარ-რცხილნარი და რცხილნარ-წიფლნარები. ზღვის დონიდან 850 მ-დან 1700 მ-მდე ძირითადად წიფლის ტყეებით არის წარმოდგენილი, სადაც წიფელთან ერთად შერეულია რცხილა, ქართული მუხა, იფანი, ცაცხვი და სხვა. 1,800 მეტრის ზევით წიფლის სარტყელს მოყვება სუბალპური ტყეების სარტყელი, სადაც წიფელთან ერთად გვხვდება მაღალმთის მუხა, მაღალმთის ნეკერჩხალი, ლიტვინოვისა და მეჭეჭიანი არყი. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ენდემიზმის დონე გასაოცარია. ლაგოდეხის ფლორის 121 სახეობა კავკასიის, ხოლო 9 საქართველოს ენდემია. ამ უკანასკნელთაგან 7 კახეთის, პრაქტიკულად კი თავად დაცული ტერიტორიის ვიწრო ენდემს წარმოადგენს, რომელთაგან აღსანიშნავია მრგვალი წამალა, იულიას ფურისულა, ლაგოდეხის ნაღველა, მლოკოსევიჩის იორდასალამი, კეცხოველისა და ლაგოდეხის თეთრყვავილა. საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობებიდან ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე გვხვდება კაკალი, წაბლი, მაღალმთის მუხა, ლაფანი, უთხოვარი, კავკასიური ხურმა. ლაგოდეხი განთქმულია თავის საუკეთესოდ შემონახული ტყეებით, რომელთა დიდი ნაწილი სრულიად ხელუხლებელია, მათ შორისაა წიფლისა და რცხილას ნაკლებად სახეცვლილი (ხელუხლებელი) ტყეები. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფლორისა და ფაუნის სამყარო ძალზე მდიდარია. სამყარო გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებითა და იშვიათობით. ფრინველებიდან კავკასიის ენდემური სახეობებია: საქართველოს წითელ ნუსხაში შეყვანილი კავკასიური როჭო და კავკასიური შურთხი, მსხვილი ძუძუმწოვრებიდან საქართველოს წითელ ნუსხაში შეყვანილია – აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი, კავკასიური კეთილშობილი ირემი, არჩვი, დათვი, ფოცხვერი. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში გავრცელებული ძუძუმწოვრების 40% ლაგოდეხის ნაკრძალსა და აღკვეთილში ბინადრობს. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე 1,100 სახეობის მცენარეა, მათ შორის, დენდროფლორა 130-მდე სახეობითაა წარმოდგენილი. ტყის სარტყელი ხასიათდება დიდი ბიომრავალფეროვნებით, სადაც ტყის ქვედა ზონაში გვხვდება რცხილნარი, მუხნარი მუხნარ-რცხილნარი და რცხილნარ-წიფლნარები. ზღვის დონიდან 850 მ-დან 1700 მ-მდე ძირითადად წიფლის ტყეებით არის წარმოდგენილი, სადაც წიფელთან ერთად შერეულია რცხილა, ქართული მუხა, იფანი, ცაცხვი და სხვა. 1,800 მეტრის ზევით წიფლის სარტყელს მოყვება სუბალპური ტყეების სარტყელი, სადაც წიფელთან ერთად გვხვდება მაღალმთის მუხა, მაღალმთის ნეკერჩხალი, ლიტვინოვისა და მეჭეჭიანი არყი. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ენდემიზმის დონე გასაოცარია. ლაგოდეხის ფლორის 121 სახეობა კავკასიის, ხოლო 9 საქართველოს ენდემია. ამ უკანასკნელთაგან 7 კახეთის, პრაქტიკულად კი თავად დაცული ტერიტორიის ვიწრო ენდემს წარმოადგენს, რომელთაგან აღსანიშნავია მრგვალი წამალა, იულიას ფურისულა, ლაგოდეხის ნაღველა, მლოკოსევიჩის იორდასალამი, კეცხოველისა და ლაგოდეხის თეთრყვავილა. საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობებიდან ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე გვხვდება კაკალი, წაბლი, მაღალმთის მუხა, ლაფანი, უთხოვარი, კავკასიური ხურმა. ლაგოდეხი განთქმულია თავის საუკეთესოდ შემონახული ტყეებით, რომელთა დიდი ნაწილი სრულიად ხელუხლებელია, მათ შორისაა წიფლისა და რცხილას ნაკლებად სახეცვლილი (ხელუხლებელი) ტყეები. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფლორისა და ფაუნის სამყარო ძალზე მდიდარია. სამყარო გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებითა და იშვიათობით. ფრინველებიდან კავკასიის ენდემური სახეობებია: საქართველოს წითელ ნუსხაში შეყვანილი კავკასიური როჭო და კავკასიური შურთხი, მსხვილი ძუძუმწოვრებიდან საქართველოს წითელ ნუსხაში შეყვანილია – აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი, კავკასიური კეთილშობილი ირემი, არჩვი, დათვი, ფოცხვერი. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში გავრცელებული ძუძუმწოვრების 40% ლაგოდეხის ნაკრძალსა და აღკვეთილში ბინადრობს.

მლოკოსევიჩის იორდასალამი – Paeonia mlocosewitschii- Lagodekhi PA, Georgia

ვიწრო ლოკალური ენდემი (ლაგოდეხი-ზაქატალა)

Primula Juliae – იულიას ფურისულა

ვიწრო ლოკალური ენდემი (ლაგოდეხი – ზაქათალა)- 1 ლოკაცია დაღესტანშიც ნახეს, უყვარ ტენიანი ადგილები, იზრდება ჩანჩქერების კლდიან კედლებზე. ლუდვიგ მლოკოსევიჩმა აღმოაჩინა და თავისი ქალიშვილის – იულიას სახელი უწოდა


Taxus baccata

ირიცხება საქართველოს წითელ ნუსხაში


დეკა – Rhododendron caucasicum

კავკასიის ენდემი


ლაგოდეხის თეთრყვავილა – Galanthus lagodekhianus

კავკასიის ენდემი


მრგვალი წამალი (Gymnospermium smirnowii)

კახეთის ენდემი


ჰავა

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სისტემისათვის დამახასიათებელია ზომიერად ტენიანი, სუბტროპიკული კლიმატი. თუმცა, სიმაღლეთა შორის დიდი სხვაობის გამო, შეიმჩნევა ლოკალური კლიმატური პირობების მკვეთრი სხვადასხვაობა. შედარებით მაღალ სიმაღლეზე კლიმატი ზომიერად ტენიანია, ხასიათდება ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი, მაგრამ გრილი ზაფხულით. დაცული ტერიტორიების ქვედა ზონებში აღინიშნება შედარებით რბილი კლიმატი ნაკლებად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი ცხელი ზაფხულით.ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების უდაბლეს და უმაღლეს წერტილებს შორის სიმაღლე ზღვის დონიდან 400-დან 3,500 მ-მდე მერყეობს, რაც განაპირობებს მნიშვნელოვან განსხვავებებს ნალექების ოდენობასა და საშუალო წლიურ ტემპერატურას შორის. ადგილობრივი კლიმატური პირობებიდან ქვედა ზონებისათვის დამახასიათებელია შედარებით ტენიანი, ნაკლებად ცივი და შედარებით ცივი ზამთარი და ხანგრძლივი ცხელი ზაფხული, ხოლო ალპურ ზონებში კლიმატი ზომიერად ტენიანია ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი, მაგრამ გრილი ზაფხულით. ქ.ლაგოდეხისა და დაცული ტერიტორიების ქვედა ზონაში ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა დაახლოებით 1,100 მმ-ია და სიმაღლის ცვლასთან ერთად იზრდება, ხოლო დაცული ტერიტორიების უმაღლეს წერტილში 2,000-2,200 მმ-საც აღწევს. ნალექების მაქსიმალური რაოდენობა მოდისაპრილიდან სექტემბრამდე პერიოდში, ხოლო მინიმალური – დეკემბერსა და იანვარში. წელიწადში საშუალოდ 133 წვიმიანი დღეა. თოვლის სტაბილურისაფარი მაღალ ზონებში ნოემბრიდან შეინიშნება და მაისამდე დევს (ე.ი. წელიწადში დაახლოებით 160 დღისგანმავლობაში). ქ.ლაგოდეხში საშუალო წლიური ტემპერატურა 12–13°C ფარგლებშიმერყეობს, ხოლო  3,500მ.ზღ.დ – 0.3–3.2°C. ტემპერატურის აბსოლუტურიმაქსიმუმი ზაფხულში 38°C-ია, ხოლო აბსოლუტურიმინიმუმი ზამთარში – 23°C.

როგორ მოვხვდეთ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე?

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია და ვიზიტორთა ცენტრი მდებარეობს ლაგოდეხის რაიონში: ქ. ლაგოდეხი, ვაშლოვანის ქუჩა N197.

მანძილი:

• ქ.თბილისიდან ლაგოდეხამდე 160 კმ (ავტომობილით 2 – 2.5 სთ).

მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით

• ისნის მეტროსადგურიდან მოძრაობს როგორც მიკროავტობუსი (7 ლარი), ასევე კერძო ტაქსი (10 ლარი) ყოველდღე, საათში ერთხელ (2.5 სთ).

სეზონურობა

ვიზიტისათვის საუკეთესო დროა გაზაფხული, ზაფხული და ადრეული შემოდგომა (მაისიდან – ოქტომბრის ბოლომდე).

ტურისტული მარშრუტები

ნინოს ხევის (გურგენიანის) ჩანჩქერი – დიდი ჩანჩქერი (საფეხმავლო)

ტური იწყება გურგენიანის საინფორმაციო ცენტრიდან (რეინჯერთა საგუშაგო) და საცალფეხო ბილიკით მიემართება მდინარე “ნინოს ხევის” პარალელურად 3 სთ-ის განმავლობაში. მდინარის ხმაური, პატარ-პატარა წყალვარდნილები, უზარმაზარი ლოდები, ხეობაში მოხეტიალე სასიამოვნო სიო ერთობ სახალისოს და სათავგადასავლოს გახდის თქვენს მოგზაურობას. რამდენიმე ნაბიჯი და თქვენს თვალწინ გადაიშლება ჯადოსნური სანახაობა – ჩანჩქერი, რომლის ხმაურიც იპყრობს არემარეს, წყალვარდნილის სიმაღლეა 40 მეტრამდე. გზად ვიზიტორს ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს იშვიათ რელიქტურ მცენარეებს, კერძოდ: ლაგოდეხის ნაღველას, ლაგოდეხის თეთრყვავილას, იულიას ფურუსულას, ჯონჯოლს, ლაფანს, წაბლს, ქართულ მუხას და სხვა. ასევე  შესაძლებელია შეხვედრა  შველთან, ირემთან, გარეულ ღორსა და მტაცებელ ფრინველებთან.

მარშრუტის ხანგრძლივობაა – ერთი დღე, 4-6 საათი;

სიგრძე – 8-8,5 კილომეტრი;

სირთულე – საფეხმავლო, საშუალო სირთულის.

შრომის ხეობის ჩანჩქერი (ანუ როჭოს ჩანჩქერი),

იგივე ე.წ. “ლაგოდეხის” (პატარა) ჩანჩქერი

(საფეხმავლო)

ტური იწყება ვიზიტორთა ცენტრიდან და მიემართება ჩრდილოეთის მიმართულებით, ფართო ფოთლოვანი ხეების  საფარის ქვეშ, რომელიც გამოირჩევა საუკუნოვანი ხეებით, კლდეებიდან გამონადენი წყაროებითა და მინერალური გოგირდოვანი წყლებით, 2 კმ-ის გავლის შემდეგ გვხვდება პირველი ხიდი მდინარე შრომისხევზე, ხოლო ბოლო 950-მეტრიანი მონაკვეთი კი ხასიათდება ვიწრო გზითა და აღმართით. ბილიკი მიდის მდინარე შრომის ხეობის მიმართულებით. 10-15 წთ-ში გზად რცხილნარის უნიკალური კორომი შეგხვდებათ (ზ.დ. 400-600 მ.), რაც კავკასიაში საკმაოდ იშვიათობაა. 0-15 წთ-ში გვხვდება წიფლნარის შერეულ კორომი (რცხილა, იფანი, ცაცხვი, ნეკერჩხალი, თელა, წაბლი და სხვა). 5-15 წთ-ში ბილიკი გადაკვეთს მდ.”შრომის ხევს” 1 სთ 30 წთ – 2 სთ-ს მანძილზე მიუყვებით პარალელურად მთა “ნინიგორის” მარცხენა ფერდზე, ვიწრო დაკლაკნილი საცალფეხო ბილიკით, საიდანაც მედგრად დაჰყურებთ ხმაურიან მდინარეს, პატარ-პატარა წყალვარდნილებით და უზარმაზარი ლოდებით, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გაუნძრევლად განისვენებენ ხეობის სიღრმეში. ბოლოს გამაოგნებელი ხმაური, შხეფები, ცისარტყელა და უზარმაზარ მწვანე კლდეებს შორის მოწყვეტით გადმოვარდნილი წყლის მასა, რომელიც 6 მეტრიან წყალვარდნილს (ჩანჩქერი) ქმნის. გზაზე შეილება შეხვდეთ: შველს, ირემს, გარეულ ღორს და სხვადასხვა სახეობის ფრინველს.

მარშრუტის ხანგრძლივობაა – ერთი დღე, 5-6 საათი;

სიგრძე – 7-9,5 კილომეტრი;

სირთულე – საშუალო.


მაჭის ციხე (საფეხმავლო ან საცხენოსნო)

ტური იწყება სოფ.მაწიმში არსებილი საინფორმაციო ცენტრიდან (რეინჯერთა საგუშაგო) და მიემართება მდინარე “ბნელი ხეობის” მიმართულებით.

ბილიკი კვეთს ჯაგრცხილისა და წიფლნარის კორომებს: 20-30 წთ-ში იხილავთ ჯაგრცხილის კორომს, ირგვლივ ხალიჩასავით მოფენილ ხავსებს, რომლებიც თითქოს ქურქივით წამოუსხამთ შიშველ ქვებს. 30 – 40 წთ-ში გაივლით შერეულ წიფლნარებს. 15-20 წთ-ში გადაკვეთთ მდ.”ბნელ ხევს” საიდანაც ვიწრო ბილიკით მთის კალთას შეუყვებით. 10-15 წთ-ში იხილავთ საუკუნეების წინ ჩვენი წინაპრების მიერ აგებულ ციხე ქალაქს, გარს შემორტყმული გალავნითა და მის შიგნით ჯერ კიდევ ამაყად მდგარი პატარა ეკლესიით,

მიწისქვეშა გასასვლელებით და ოდესღაც იქ მდგარი შენობების ნანგრევებით.

აღნიშნული მარშრუტი არის როგორც საფეხმავლო ასევე საცხენოსნო.

მარშრუტის ხანგრძლივობაა – ერთი დღე

მანძილი – 10.5 კმ, 3-4 სთ, საფეხმავლო და საცხენოსნო

სირთულე – საშუალო.

სავალდებულოა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის თან ქონა, ვინაიდან გადაადგილება ხდება სასაზღვრო ზოლში.

“შავი კლდეების ტბა”

(საფეხმავლო ან საცხენოსნო)

ტური იწყება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან. 10-15 წთ-ში გზად რცხილნარის უნიკალური კორომი შეგხვდებათ (ზ.დ. 400-600 მ.), რაც კავკასიაში საკმაოდ იშვიათობაა. 30-40 წთ-ში გადავკვეთ მდ.”ლაგოდეხის ხევს”. 20-30 წთ-ში შევდივართ ახალგაზრდა წმინდა რცხილნარში, რომელიც წიფლნარი ტყის ქარქცევის (1933) შედეგად წარმოიშვა. 15-30 წთ-ში შევხვდებით კახეთის ლოკალურ ენდემს – “სმირნოვის ლეონტიცეს”, რომელიც ადრე გაზაფხულზე ყვავის და როგორც იშვიათი სახეობა შეტანილია წითელ წიგნებში. 30 წთ-ში ავდივართ მთაზე, ხელუხლებელ წმინდა წიფლნარის კორომში. 1 სთ-ში ავდივართ სერზე ზ.დ. 1300 მ. სიმაღლეზე და გაუყვებით “ქოჩალოს ქედს”, სადაც ჩრდილოეთის მხარეს შეგვიძლია ვიხილოთ წიფლნარის ტყე, ხოლო სამხრეთ აღმოსავლეთით შერეული, ფართო ფოთლოვანი ტყე. 2 სთ-ში აღმოჩნდებით სუბალპურ სარტყელში – მაღალმთის ნეკერჩხლის მეჩხერ კორომში. 1 სთ-ში იხილავთ რეინჯერთა სადგომს “მეტეოს”, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც განლაგებულია სპეციალურად მოწყობილი საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. მეორე დღეს გზას ვაგრძელებთ ქოჩალოს ქედზე. 1 ს-ში ავდივართ ტყის საზღვარზე ალპურ ზონაში, საიდანაც ვიზიტორს ეძლევა შესაძლებლობა დააფიქსიროს იშვიათი ჩლიქოსანი ცხოველები კერძოდ: ირემი, არჩვი, ჯიხვი. ასევე ფრინველები როჭო, ინდაური და არწივები. 1 სთ-ში ავდივართ უღელტეხილზე ე.წ.”დემიდოვის ნაშლებზე”, რომელიც ჯიხვების სამფლობელოდ არის ცნობილი. 1 სთ-ში აღმოვჩნდებით ალპურ მდელოებზე შედარებით ვაკე ადგილებზე, რომლებიც ჯიხვების საძოვრებს წარმოადგენენ. მომდევმო 40 წთ-ში შეგვხვდება გამყინვარების დროინდელი პატარ-პატარა ტბები და ჯადოსნური ბუნების მიერ მოქარგული ჭაობები. 30 წთ-ში ჩვენ წინ გადაიშლება შავი კლდეების ტბა. აღნიშნულ ტურზე ვიზიტორის თვალწინ იცვლება ზღაპრული ბუნება 400-დან 3500 მ. სიმაღლემდე, ხოლო ფრთხილად სიარულის შემთხვევაში შესაძლებლობა ეძლევა შეხვდეს ცხოველთა სამყაროს იშვიათ წარმომადგენლებს. ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ გადაადგილდნენ ცხენებით, შეისვენონ სპეციალურად მოწყობილ საპიკნიკე ადგილებზე, ღამე გაათენონ კარვებში და  იქირაონ შესაბამისი აღჭურვილობა.

მარშრუტის ხანგრძლივობა – 3 დღე;

მარშრუტის სიგრძე – 48 – 50 კმ;

სირთულე – საშუალო.

შავი კლდეების ტბა

– 48 კმ, 3 დღე, საცხენოსნო, საშუალო სირთულის.

ეს ბილიკი საქართველოში არსებული ბილიკებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა და გამოირჩევა ალაზნის ველისა და კავკასიონის მთების ულამაზესი ხედებით. ტური იწყება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან. 30-40 წთ-ში ბილიკი კვეთს მდ.”ლაგოდეხის ხევს” და გადადის ახალგაზრდა რცხილნარში, რომელიც წიფლნარი ტყის ქარქცევის (1933) შედეგად წარმოიშვა. 2 კმ-ში ბილიკი ადის სერზე ზ.დ. 1,300 მ. სიმაღლეზე და მიუყვება “ქოჩალოს ქედს”, სადაც ჩრდილოეთის მხარეს შესაძლებელია წიფლნარი ტყის დანახვა, ხოლო სამხრეთ აღმოსავლეთით შერეული, ფართო ფოთლოვანი ტყის. ადმინისტრაციიდან 12 კმ-ში მდებარეობს ტურისტული თავშესაფარი “მეტეო”, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც განლაგებულია სპეციალურად მოწყობილი საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები.

მეორე დღეს გზა მიუყვება ქოჩალოს ქედს. მეტეოდან 2 კმ-ში გზა ადის ტყის ზედა საზღვარზე ალპურ ზონაში, საიდანაც ვიზიტორს ეძლევა შესაძლებლობა დააფიქსიროს იშვიათი ჩლიქოსანი ცხოველები კერძოდ: ირემი, არჩვი, ჯიხვი. ასევე ფრინველები როჭო, კავკასიური შურთხი, ბატკანძერა და სხვადასხვა არწივები. მეტეოდან 4 კმ-ში ბილიკი აღწევს უღელტეხილს ე.წ. “დემიდოვის ნაშლებს”, რომელიც ჯიხვების სამფლობელოდ არის ცნობილი. ბილიკზე გვხვდება გამყინვარების დროინდელი პატარ-პატარა ტბები და ჯადოსნური ბუნების მიერ მოქარგული ჭაობები. ხოლო მეტეოდან 12 კმ-ში (და ადმინისტრაციიდან 48 კმ-ში) იშლება შავი კლდეების ტბა. აღნიშნულ ტურზე ვიზიტორის თვალწინ იცვლება ზღაპრული ბუნება 400 მ-დან 3,500 მ. სიმაღლემდე, ხოლო ფრთხილად სიარულის შემთხვევაში შესაძლებელია ცხოველთა სამყაროს იშვიათ წარმომადგენლებთან შეხვედრა. ვიზიტორებს საშუალება აქვთ გადაადგილდნენ ცხენებით, შეისვენონ სპეციალურად მოწყობილ საპიკნიკე ადგილებზე, ღამე გაათენონ კარვებში და იქირავონ შესაბამისი აღჭურვილობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შავი კლდეების ტბა წარმოადგენს ბუნებრივ საზღვარს საქართველოს და დაღესტანს ანუ რუსეთის ფედერაციას შორის.

  • პირველი დღე – გამგზავრება ადმინისტრაციული ცენტრიდან ტურისტულ თავშესაფრამდე. მანძილი – 11.5 კმ, სიმაღლეთა სხვაობა 1,350 მ ზ.დ;
  • მეორე დღე – გადაადგილება ტურისტული თავშესაფრიდან ტბის მიმართულებით და უკან. მანძილი – 25 კმ, სიმაღლეთა სხვაობა 900 მ. ზ.დ;
  • მესამე დღე – გამგზავრება ტურისტული თავშესაფრიდან უკან ადმინისტრაციულ ცენტრში. მანძილი – 11.5 კმ, სიმაღლეთა სხვაობა 1,350 მ ზ.დ;

დაცულ ტერიტორიაზე არსებულ ტურისტულ თავშესაფარში 16 ადგილია.

დამატებითი პროდუქტი

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ (UNWTO) 2013 წელს შემუშავდა და დაინერგა  ახალი ეკოტურისტული პროდუქტი – ეკო-შემეცნებითი ბილიკი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე. ბილიკი მდებარეობს ადმინისტრაციის ეზოში ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას.

რეგიონის დამატებითი ღირსშესანიშნაობანი

რეგიონში ვიზიტისას შესაძლებელია მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლების მონახულება: ბოდბის წმ.ნინოს დედათა მონასტერი (სიღნაღის მუნიციპალიტეტი), ისტორიული მნიშვნელობის ქალაქი სიღნაღი, გრემი და ნეკრესი (ყვარლის მუნიციპალიტეტი), ალ.ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ალავერდი, იყალთოს აკადემია, ძველი და ახალი შუამთა (თელავის მუნიციპალიტეტი) სხვ.;

საოჯახო სასტუმროები:

•„კავკასიონი“ – ქ.ლაგოდეხი, ვაშლოვნის ქ.136.

კონტაქტი: +995 595 98 81 10, +995 599 85 66 40 (40-50 ლარი, საუზმით);

•„ლილე“ – ქ.ლაგოდეხი, დავით აღმაშენებლის ქ.93.

კონტაქტი: + 995 599 58 09 63, +995 557 78 10 78 (40-50 ლარი, საუზმით);

•„ლაგო“ – ქ.ლაგოდეხი, ზაქათალის ქ.53.

კონტაქტი: +995 599 34 99 32 (40-50 ლარი,  საუზმით);

•„კივის სახლი“ – ქ.ლაგოდეხი, ვაშლოვნის ქ.35.

კონტაქტი: +995 551 24 50 72, +995 557 42 78 19 (40-50 ლარი, საუზმით).

•„ვაშლოვანი“ – ქ.ლაგოდეხი, ვაშლოვნის ქ.92.

კონტაქტი: +995 597 18 54 67 (30-40 ლარი, საუზმით).

სასტუმროები:

•„ჰერეთი“ – ქ.ლაგოდეხი, კოსტავას ქ.15.

კონტაქტი: +995 593 28 05 02, http://www.heretihotellagodekhi.com (40-50 ლარი, საუზმით)

•”ლაგოდეხი“ – ქ.ლაგოდეხი გორგასლის ქ.

კონტაქტი: – 595787800, 595165516 (40-50 ლარი, საუზმით)

საკონტაქტო ინფორმაცია: +995 577 10 18 90, +995 577 10 18 45

gsulamanidze@apa.gov.ge

http://www.apa.gov.ge

Facebook: ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები

 

 

 

 

 

 

 

ელენე ქერდიყოშვილი-სკოლებში სამოქალაქო კლუბების ძლიერი და სუსტი მხარეები


არცთუ ისე დიდი ხნის წინ, სკოლებში სამოქალაქო კლუბები ჩამოყალიბდა.

კლუბის არსებობის ოფიციალური მიზანი მოსწავლეების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბება, მათთვის უფლება-მოვალეობებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობების გაცნობა, მათი რეალიზების გზების ძიებაა.

რამდენად ახერხებს კლუბი მიზნების განხორციელებას და რა შედეგი მოაქვს მას საზოგადოებისთვის?

სკოლაში სწავლის პერიოდში, ვიყავი სამოქალაქო კლუბ “დაფიონის” ლიდერი. კლუბში გაერთიანებული იყო 25-30 აქტიური მოსწავლე. ისინი რეგულარულად დადიოდნენ სხვადასხვა ტიპის ტრენინგებზე, აწყობდნენ შეხვედრებს.

თუმცა, უარყოფითი მხარე, რაც შეუძლებელია არ აღინიშნოს, არის კლუბის უუნარობა, წვდომა ჰქონდეს სკოლის ყველა მოსწავლესთან. კლუბის წევრები, ისედაც ინიციატივის მქონე ბავშვები არიან და წახალისების მიზნით არ სჭირდებათ გააქტიურება. იგივე შეიძლება ითქვას სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკებზეც, რომელში მონაწილეობის მიღებაც კლუბის აქტიურ წევრებს (უმეტეს შემთხვევაში ლიდერებს) შეეძლოთ. ეს რა თქმა უნდა, ბავშვების მხრიდან კლუბისადმი ნდობის ხარისხს ასუსტებდა…

ამავე დროს, არ შეიძლება კლუბის მუშაობა ცალსახად უარყოფით ჭრილში განიხილოს. სამოქალაქო კლუბი მართლაც მნიშვნელოვანი ბერკეტია გარემოს უკეთესობისაკენ შესაცვლელად. მაგალითად, პედაგოგთა გადამზადების პროგრამა – PH International-ი, რომელიც ინტენსიურად ახორციელებდა მცირე საგრანტო კონკურსებს. კლუბის წევრებს შეეძლოთ პროექტის სახით ჩამოეყალიბებინათ საკუთარი იდეა და დაფიინანსების შემთხვევაში განეხორციელებინათ იგი. ამ პროექტის წყალობით,  ჩემმა კლუბმა ორჯერ მოიპოვა დაფინანსება, შედეგად სკოლაში გაკეთდა და კეთილმოეწყო სააქტო დარბაზი და მოიპოვა საჭირო ტექნიკა.

ასე რომ, სამოქალაქო კლუბი დიდი რესურსია სკოლისა და ბავშვებისთვის, მთავარია მისი სწორად მართვა-გამოყენება.

დაუმარცხებელი გენერალი-გიორგი მაზნიაშვილი


ავტორი-თამარ კაციტაძე

„მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკებისა, მე ვარ საქართველოს გენერალი!” – ეს სიტყვები ეკუთვნის ქართველ გენერალს გიორგი მაზნიაშვილს, რომელიც სამი ხელისუფლების დროს მოღვაწეობდა და სამივემ საკუთარ მტრად გამოაცხადა. ტყუილ-მართლის გარკვევა იმ პერიოდში არავის უცდია. საკუთარი თავის დაცვა არც გიორგი მაზნიაშვილს უფიქრია, რადგან ასე სჯეროდა: “სიცოცხლე არც დაბადებით იწყება და არც სიკვდილით მთავრდება”.

დღეს უკვე დაუმარცხებელ გენერლად წოდებული გიორგი მაზნიაშვილი 1871 წელს კასპის რაიონში, სოფელ სასირეთში, გლეხის ოჯახში დაიბადა. მამა, ივანე მაზნიაშვილი შვილის სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა, რაც პატარა გიორგის სურვილიც ყოფილა. ამიტომ უმცროსი მაზნიაშვილი მშობლებმა თბილისის იუნკერთა სასწავლებელში შეიყვანეს, რომლის დამთავრების შემდეგ მან მეფის არმიაში დაიწყო სამსახური. მაზნიაშვილმა, რომელსაც მეფის არმიაში გიორგი მაზნოვად იცნობდნენ, თავი გამოიჩინა რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომში, სადაც დაიჭრა კიდეც. პეტერბურგის სამხედრო ჰოსპიტალში მას თავად იმპერატორის ქალიშვილები უვლიდნენ. ლაზარეთში ის იმპერატორ ნიკოლოზ II-ს მოუნახულებია და იმპერიის უმაღლესი ჯილდო – წმინდა გიორგის ჯვარი საკუთარი ხელით მიუბნევია გულზე. გამოჯანმრთელებული მამაცი ჯარისკაცი სასახლეშიც მიუწვევიათ.

გიორგი მაზნიაშვილი აქტიურად მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომშიც, სადაც კიდევ ერთხელ დაიჭრა. 1917 წელს, საბჭოთა რევოლუციის შემდეგ, მაზნიაშვილი სამშობლოში დაბრუნდა და ორი ეროვნული დივიზია შექმნა. ამ დროს საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას ყველა მხრიდან ცდილობდნენ. დასავლეთიდან ოსმალები და გერმანელები გვიტევდნენ, ჩრდილოეთიდან – რუსი ბოლშევიკები და დენიკინელები, აღმოსავლეთიდან – მუსავატისტები, სამხრეთიდან – დაშნაკები. მაზნიაშვილი ცდილობდა, ოთხივე მხრიდან დაეცვა სამშობლო.

1918 წელს კავკასიის კომისარიატმა გიორგი მაზნიაშვილს თბილისის დაცვა დაავალა. დემორალიზებული და თურქეთის ფრონტიდან უკანდახეული რუსული ნაწილები დედაქალაქის აღებას ცდილობდნენ. მაზნიაშვილმა ამ საფრთხის აცილება ჯავშან-მატარებლითა და ქართველ მუსლიმთა კავალერიის პოლკით შეძლო. 1918 წელსვე რუსეთმა, ბრესტის ზავით, თურქეთს ქართული მიწები, მათ შორის აჭარა გადასცა. თურქეთმა ეს არ იკმარა და გურიასაც შეუტია. ამის საპასუხოდ გიორგი მაზნიაშვილმა, პარტიზანებისა და საჯარისო ნაწილების დახმარებით, სახალხო ლაშქრი შექმნა და არა მარტო გურია გამოსტაცა ხელიდან თურქებს, არამედ ჩოლოქის ბრძოლაში მტერი დაამარცხა და ბათუმიც გაათავისუფლა. სწორედ ამ გამარჯვებით შეხვდა გიორგი მაზნიაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობას.

1918 წლის 18 ივნისს უკვე გენერალი მაზნიაშვილი საქართველოს დამოუკიდებელმა ხელისუფლებამ აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად დანიშნა. მანამდე, 1918 წლის აპრილში მაზნიაშვილთან აფხაზების დელეგაცია მივიდა, რომელმაც სთხოვა, მტრისგან გაეთავისუფლებინა აფხაზეთი. ამ პერიოდში მან ქართული ჯარით, სახალხო გვარდიითა და კავალერიით, რომელშიც 300 აფხაზი ირიცხებოდა, პრო-ბოლშევიკური აჯანყება ჩაახშო და თეთრგვარდიელები აფხაზეთიდან განდევნა. მაზნიაშვილმა 22 ივნისს, 2, 6 და 26 ივლისს ერთმანეთის მიყოლებით გაათავისუფლა გაგრა, ადლერი, სოჭი და ტუაფსე. 1918 წლის ოქტომბერში კი გენერალი მაზნიაშვილი უკვე თბილისის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა. ამავე წელს, სომხეთ-საქართველოს ომის დროს, მაზნიაშვილი შულავერ–სადახლოს ფრონტის სარდალი იყო. მან წარმატებით დაიცვა საქართველოს სამხრეთი საზღვარი, შემდეგ კი სრულმასშტაბიანი შტურმით აიღო შულავერი და რამდენიმე სოფელი.

1919 წელს გენერალი მაზნიაშვილი იყო ახალციხე–ახალქალაქის გენერალ–გუბერნატორი. 1920 წლის ოქტომბერში ის დაინიშნა თბილისის გარნიზონის უფროსად. 1921 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს, 18–24 თებერვალს იგი იყო თბილისის დაცვის ცენტრალური – სოღანლუღი–შავნაბადას მიმართულების სარდალი.

როდესაც საქართველოში ბოლშევიკები შემოვიდნენ, გიორგი მაზნიაშვილი მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო. თავიდან მას საკმაოდ დიდი წარმატებისათვის მიუღწევია, რის გამოც მე-11 არმია იძულებული გამხდარა, უკან დაეხია. მოულოდნელად დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას უცნაური გადაწყვეტილება მიუღია და მაზნიაშვილისთვის უკან დახევა უბრძანებია. გენერალი ბრძოლის შეწყვეტის წინააღმდეგი ყოფილა, თუმცა იძულებული გამხდარა, მთავრობის ნებას დამორჩილებოდა.

გენერალი მაზნიაშვილი ამ ამბავს ასე იხსენებდა: “იმ კრებაზე, სადაც ეს გადამწყვეტი დადგენილება მიიღეს, არამცთუ მიგვიწვიეს ჩვენ, ფრონტის უფროსები, რომელნიც ფრონტს თვალით დავყურებდით და კარგად ვიცოდით მოწინააღმდეგის და ჩვენი ძალები, არამედ არც შეგვეკითხნენ, ჩვენი აზრის მოსმენაც კი არ ინებეს”.

1921 წლის თებერვალში ემიგრაციაში მიმავალი საქართველოს მთავრობის თბილისიდან გაყვანა გიორგი მაზნიაშვილს დაევალა. 17 მარტს მან ბათუმამადე ჩააცილა მთავრობა, მაგრამ მას ემიგრაციაში არ გაჰყვა. გენერალმა სამშობლო ვერ მიატოვა, რადგან იმ პერიოდში საქართველოში არსებული მდგომარეობით თურქეთმა ისარგებლა, ქიზიმ-ბეის ჯარის ნაწილებმა საქართველოს საზღვარი გადმოლახეს და ბათუმის ოლქი მთლიანად დაიკავეს. ქიზიმ-ბეიმ თავი ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორად გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა საბჭოთა საქართველოდ გამოცხადდა, გენერალმა მაზნიაშვილმა პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა კვლავ ქვეყნის ინტერესები დააყენა. ის დათანხმდა საბჭოთა საქართველოს ხელისუფლების თხოვნას, დახმარებოდა მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. გენერალ მაზნიაშვილის არმიაში წითელგვარდიელები და თეთრგვარდიელები გვერდიგვერდ იბრძოდნენ. ცნობილია სიტყვა, რომელიც მან სუფსის სადგურთან მდებარე ეკლესიის ეზოში წარმოთქვა: “მამებო, ძმებო, შვილებო! უჭირს სამშობლოს, გვართმევენ ბათუმს. ჩვენს ჯარსა და არმიას დახმარება სჭირდება. თოფ-იარაღი და ტყვია-წამალი ჯარისკაცებს არ გვყოფნის, პურსაც ვერ მოგცემთ… ისევ თქვენი მჭადითა და ცულით უნდა დავხვდეთ მტერს და ვძლიოთ… ქუდზე კაცი უნდა გამოხვიდეთ!”

თურქებთან ბრძოლა სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, 1921 წლის 20 მარტს კი მაზნიაშვილის ჯარმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და ქართველებმა ბათუმი და მისი ოლქი დაიბრუნეს.

მიუხედავად გამარჯვებისა, ამ ბრძოლის შემდეგ ბოლშევიკებმა გიორგი მაზნიაშვილი დააპატიმრეს. საგანგებო კომისიამ მას კონტრრევოლუციონერობის და ბანდიტიზმის ბრალდებით დახვრეტა მიუსაჯა. მოგვიანებით გენერალს საბოლოო განაჩენი პატიმრობით შეუცვალეს. თურქებთან ბრძოლაში მისი ღვაწლი გაითვალისწინეს, სამი წლის შემდეგ გაათავისუფლეს და როგორც მენშევიკების გენერალს, სამშობლოდან გაძევება მიუსაჯეს.

ირანში გახიზნული გენერალი პარიზში დამოუკიდებელი მთავრობის წევრებთან ჩავიდა. თავდაპირველად ქართულმა პოლიტიკურმა ემიგრაციამ საფრანგეთში ჩასული გენერალი დიდი პატივით მიიღო. მას 1000 ფრანკი გადასცეს და ხელფასის სახით, ყოველთვიურად, 500 ფრანკი დაუნიშნეს.

პარიზში ყოფნის დროს, საქართველოს ემიგრაციული მთავრობის დავალებით, გიორგი მაზნიაშვილი საფრანგეთის გენერალურ შტაბთან და გენერალ ფურნესთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რათა ფრანგების სამხედრო დახმარებით საქართველოში ლეგიტიმური ხელისუფლება აღედგინათ. ამავე დროს ირაკლი წერეთელი ინგლისის მთავრობასთან ცდილობდა მოლაპარაკებას, მაგრამ ეს მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა. საფრანგეთისა და ინგლისისგან ქართველებმა სამხედრო დახმარების თაობაზე უარი მიიღეს. 1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოში აჯანყება ჩაახშო. აჯანყებულთა დამარცხების შემდეგ კი გენერალ მაზნიაშვილზე ჭორები გავრცელდა – თითქოს ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმი იმიტომ დამარცხდა, რომ მაზნიაშვილმა ბოლშევიკებს აჯანყების გეგმა გადასცა. შეურაცხყოფილმა გენერალმა ღირსების აღდგენა და ემიგრანტების გაზეთში ცილისმწამების წინააღმდეგ განცხადების გამოქვეყნება მოითხოვა.

”… საქართველოში გავრცელდა ხმა, თითქოს მე გადამეცეს ბოლშევიკებისათვის გეგმა შეიარაღებული აჯანყებისა და ეს გარემოება ყოფილიყოს მიზეზათ დამარცხებისა. ამ ხმების გავრცელება დაადასტურეს საქართველოდან გადმოხვეწილებმაც და ამ სისაძაგლეს იმეორებდნენ ზოგიერთნი უკვე პარიზში. მე არავითარ ყურადღებას არ მივაქცევდი, რომ ეს ხმები მარტო აქ, პარიზში ვრცელდებოდეს, რადგანაც აქ ყველასათვის ცხადია პროვოკაციული ხასიათი ამ ხმებისა; მაგრამ სულ სხვა მდგომარეობაა საქართველოში: იქ იმყოფება ჩემი ოჯახი, ნათესავნი და ნაცნობები და ადვილად წარმოსადგენია, რა უსიამოვნო და მძიმე წუთები უნდა განიცადოს ჩემმა ცოლ-შვილმა, თუ მამა მათის ღალატის შესახებ გაიგეს რამე და ეს იმ დროს, როდესაც მამა იმათმა თავის სამშობლოს სამსახურს შესწირა, რაც ძალი შესწევდა და ეხლაც უცხოეთში მარტო იმ ფიქრებით სულდგმულობს, რომ რითიმე დაეხმაროს მას ამ განსაცდელში. …ამიტომ, ეხლა თვითვე ვხდები იძულებული, მოგმართოთ თქვენ ამ განცხადებით და შემდეგი თხოვნით: თქვენ, რასაკვირველია, უკეთესად მოგეხსენებათ, რომ მე არამც თუ არ ვიცოდი გეგმა აჯანყებისა (ასეთი გეგმა აქ არც კი არსებობდა), არ ვიცოდი ისიც კი, რომ აჯანყება მოხდებოდა და როდესაც პირველი ცნობები ამ აჯანყების დაწყების შესახებ მიიღო საქართველოს ლეგაციამ, იგი იმდენათ მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ მე ამ ცნობის სიმართლე არ მჯეროდა. მე გთხოვთ თქვენ, დაუყონებლივ მისწეროთ საქართველოში და საგანგებო ფურცლებით აუწყოთ ქართველ ხალხს, რომ ამ ხმებს მხოლოდ მისი ბოროტი მტრები ავრცელებენ, გიორგი მაზნიაშვილი უმალ თავს მოაჭრევინებს, ვიდრე თავის სამშობლოს უღალატოს…,” – ეს წერილი გიორგი მაზნიაშვილმა 1925 წლის 18 იანვარს დაწერა, თუმცა ის არ გამოქვეყნებულა.

სასოწარკვეთილი გენერალი წერდა: “დავკარგე სრული იმედი და რწმენა მენშევიკების პარტიის ლიდერებისა… გადავწყვიტე, დავბრუნებულიყავი სამშობლოში, შევერთებოდი ჩემ ორ მილიონ მოძმეს და მათთან ერთად გამეზიარებინა ბედნიერებაცა და უბედურებაც და აგრეთვე ხმამაღლა მეთქვა, ყველა ქართველის გასაგონად, რომ რამიშვილისა და მისი დამქაშების ავანტურაში და დონკიხოტობაში მე არავითარი წილი არ მიდევს”.

ამის შემდეგ გიორგი მაზნიაშვილი იძულებული გახდა, საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებისთვის ეთხოვა, სამშობლოში დაებრუნებინათ. რამდენიმე წელში მან ეს უფლება მიიღო. საქართველოში დაბრუნებული გენერალი საკუთარ სოფელში, სასირეთში ცხოვრობდა. სამშობლოში მაზნიაშვილს უამრავი უსიამოვნება შეხვდა. არ მისცეს სამსახური, არ დაუნიშნეს პენსია. უსახსროდ დარჩენილმა გენერალმა სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. 30-იან წლებში, როცა უდანაშაულო ადამიანებს იჭერდნენ და ხვრეტდნენ, მოხუცებულ გენერალს ახლობლები და მეგობრები მალავდნენ. თუმცა 1937 წელს იგი მაინც დააპატიმრეს და შვილთან, ივანე მაზნიაშვილთან ერთად გასამართლების გარეშე დახვრიტეს.

ასე დაამთავრა სიცოცხლე დღეს უკვე დაუმარცხებელ გენერლად წოდებულმა, საქართველოს ეროვნულმა გმირმა გიორგი მაზნიაშვილმა. მისი საფლავის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.
წყარო: mascavlebeli.ge

 

 

ნაპოლეონ ბონაპარტი (1769-1821)


  • რუსეთის გენერლებს შორის ყველაზე მეტად ერთი მაფიქრებს – ესაა ბაგრატიონი.
  • ისეთ გეგმებს მომაწერენ, რომლებიც არასდროს მქონია; გაჩნდება კითხვა, მსურდა თუ არა მსოფლიო ბატონობა. დიდხანს იმსჯელებენ იმის გასარკვევად, ჩემი აბსოლუტური ძალაუფლება და თვითნებური ქმედებები ჩემი ხასიათიდან გამომდინარეობდა თუ გათვლების შედეგი იყო, ჩემი დაუსრულებელი ომები ჩემი სურვილით წარმოებდა თუ დაცვის საშუალება იყო. ამ ყველაფრიდან კი შეიქმნება ლეგენდა, რომელსაც ჩემს ცხოვრებას დაარქმევენ.
  • დიადიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯია.

Continue reading

ერთად ვისწავლოთ საქართველოს ისტორია და მათემატიკა (პასუხები)


ტესტის პასუხები: ერთად ვისწავლოთ საქართველოს ისტორია და მათემატიკა

  1. 65წ; 92 წ.
  2. 330 წ.
  3. II ს.
  4. 491წ.; 92წ.
  5. 442წ.; 502წ.
  6. 457წ., 15წ.
  7. 591წ
  8. 642წ
  9. 684წ
  10. 735წ

Anna Qoqoshvili-Lesson 1 for pre-intermediate


მოამზამზადა ანა ქოქოშვილმა

შენ უკვე გაქვს საბაზისო ცოდნა ინგლისურში და ყოველდღიურად ფიქრობ, რომ ხვალიდან გაიუმჯობესებ ცოდნის დონეს? ნუ გადადებ ხვალ დაიწყე დღესვე.

  • გამოითავისუფლე დრო, შეადგინე განრიგი და შეუთანხმე ის ახლობელ ადამიანებს, რომ ამ დროს არ შეგაწუხონ
  • ეცადე მეცადინეობის პროცესში არ ჩართო ტელეფონი, სოციალური ქსელები, ნუ გამოელაპარაკები ნურავის, ნუ გადახედავ ფანჯრიდან მეგობრების დაძახილს, აუცილებელია მოიხსნა ყურსასმენები!
  • მოეწყვე კარგად, თავიდანვე გაითვალისწინე რა დაგჭირდება და ყველაფერი მოიმარაგე, რომ არ დაგჭირდეს ყურადღების გადატანა.

Continue reading

ასწავლეთ ბავშვს ურთიერთობა – აღზრდის 10 ოქროს წესი ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგისგან


ამერიკელი ფსიქოლოგი ვიქტორ კლაინი მშობლებს აღზრდის 10 ოქროს წესს სთავაზობს:

1. წაახალისეთ ბავშვის ინტელექტი
ბავშვს შეუქმენით გარემო, რომ მისი გონება და ინტელექტი სათანადოდ განვითარდეს – თუ მისი ცხოვრება მეტისმეტად ერთფეროვანი, უინტერესო და უხალისოა, ის ვერ განვითარდება.

2. განუვითარეთ თვითპატივისცემა
მაქსიმალურად ესაუბრეთ საკუთარ ღირსებებზე, გარეგნულ თუ გონებრივ უპირატესობებზე, მან უნდა იცოდეს, რა აქვს კარგი. რაც არ აქვს, უნდა განავითაროს. ის საკუთარ თავს უნდა სცემდეს პატივს და უყვარდეს.

3. ასწავლეთ ბავშვს ურთიერთობა
ამისათვის აუცილებელია ხუთი შემაგდენელი ნაწილი მაინც:
• მშობლების გულწრფელი სიყვარული (რაც დაცულობის გრძნობას ბადებს);
• სხვა მოზრდილების კეთილგანწყობა, არა ახლობლებისა და ნათესავების (ათავისუფლებს კომპლექსებისგან);
• ბავშვის გარეგნული მომხიბვლელობა, განსაკუთრებით – მოზარდობისას (სამოსი, მანერები, ჰიგიენა – რაზეც მშობელმა უნდა იზრუნოს);
• საფუძვლიანი თავდაჯერება (ყველა რაღაცაშია ძლიერი);
• სიტყვების კარგი მარაგი (აბა, როგორ უნდა იურთიერთოს?).

4. დააკვირდით, რომ ბავშვი არ გადაიქცეს “ტელემანად”
სოციოლოგები ირწმუნებია, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვები საშუალოდ კვირაში 50 საათს ატარებენ ეკრანთან. მედიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ამუხრუჭებს თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს განვითარებას, რომელიც ძირითადად მეტყველებაზეა პასუხისმგებელი. ტელეგადაცემებს უნდა შეუპირისპიროთ სპორტი, მუსიკა, კითხვა.

5. განუვითარეთ პასუხისმგებლობა და წესრიგიანობა
არა მხოლოდ პრინციპით “რა არის კარგი და რა არის ცუდი”, არამედ პირველ რიგში საკუთარი მაგალითით. არ გაუშვათ მომენტი: მოზარდობის ასაკში სიმპათიები მშობლებიდან თანატოლებისკენ გადადის ხოლმე.

6. მიაჩვიეთ ბავშვი, იამაყოს თავისი ოჯახით და პატივი სცეს მის ტრადიციებს.

7. იცხოვრეთ კარგ გარემოში
მეგობრები, რომლებსაც თქვენი შვილები აირჩევენ, გავლენას მოახდენენ მათ მორალურ ორიენტირებზე, ქცევაზე. ამიტომ ყურადღებით დააკვირდით მეზობლების ბავშვებს, დაინტერესდით სკოლის რეპუტაციით. იზრუნეთ, რომ გააფართოოთ ბავშვის სანაცნობო წრე.

8. იყავით მომთხოვნი
ბავშვები მაღალი თვითშეფასებით, საკუთარი ღირსების გრძნობით, უნარით, აკეთონ რაღაც სხვებზე უკეთ, როგორც წესი, ისეთ ოჯახებში იზრდებიან, სადაც მათ მაღალ მოთხოვნებს უყენებენ: სახლში წესრიგიანობისკენ მოუწოდებენ, კარგად ქცევას ასწავლიან, უქმეებს მრავალფეროვნად ატარებენ. მაგრამ ზედმეტიც არ მოგივიდეთ – ნუ იქნებით ტირანი. და გაითვალისწინეთ: ბავშვი უცებ არ ხდება დამჯერი, ჭკვიანი და აკურატული. ამას თქვენი მრავალწლიანი ძალისხმევა დასჭირდება. იყავით მომთმენი.

9. მიაჩვიეთ ბავშვი შრომას
რაღაც გაგებით თქვენ შეგიძლიათ, თქვენი შვილის მომავალი ცხოვრებისეული წარმატება დააპროგრამოთ. მიაჩვიეთ, ძალდატანების გარეშე შეასრულოს დავალებული საქმე, დაეხმარეთ, შეავსოს ცხოვრება საინტერესო და საჭირო საქმეებით. მიეჩვიოს სირთულეების გადალახვას და დარწმუნდეს, რომ ბევრი რამ შეუძლია.

10. ნუ გააკეთებთ ბავშვების ნაცვლად იმას, რის გაკეთებაც მათაც შეუძლიათ
და დაიხსომეთ: თუ მძიმე წუთში სწორედ თქვენ აღმოჩნდებით გვერდით, როგორც მეგობარი და არა როგორც უფროსი, ბავშვი განდობთ თქვენ ყველაზე “საოცარ საიდუმლოს” და მოუსმენს თქვენს რჩევებს.

წყარო: mshoblebi.ge/

აიმაღლე ინტელექტი


1.დაალაგეთ შემდეგი თანამიმდევრობით: ზამთრი, შემოდგომა, ზაფხული, გაზაფხული

ა)  აგვისტო

ბ) იანვარი

გ) აპრილიзагруженное (3)

დ) ოქტომბერო

2.დაალაგეთ ქალაქები მდებარეობის მიხედვით

ა)  მიუნხენი

ბ) კარტახენა

გ) ნეაპოლი

დ) ტულუზა

Continue reading

ნინო აბულაძე-პირველი მსოფლიო ომი და საქართველო


ბოსნიის კრიზისი

 
 

1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომში  გერმანიამ დაინახა რა წარუმატებლობა რუსეთისა , სცდა მისი  დაპირისპირება საფრანგეთთან.1905 წელს რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ II  ისვენებდა ფინეთში, სწორედ აქ ეწვია მას გერმანიის იმპერატორი ვილჰემ კაიზერი , გერმანიამ შეძლო დაეყოლიებინა რუსეთის იმპერატორი ხელი მოეწერა ორმხრივ ხელშეკრულებაზე  -სამხედრო დახმარების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ ევროპის რომელიმე სახელმწიფო ან რუსეთს, ან გერმანიას თავს დაესხმებოდა მაშინ ისინი მოკავშირეები ხდებოდნენ, კაიზერი არწმუნებდა რუსეთის იმპერატორს, რომ ეს ხელშეკრულება ძირითადად მიმართული იყო ინგლისის წინააღმდეგ, მაგრამ სინამდვილეში ამ ხელშეკრულებით რუსეთი კარგავდა მოკავშირეს-საფრანგეთის სახით (რომელიც იმ დროს რუსეთის მოკავშირეა და კრედიტორია)ეს მოლაპარაკება ძალაში შედიოდა რუსეთ-იაპონიის დამთავრების შემდეგ, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს , რომ არც საგარეო საქმეთა მინისტრები და არც სხვა წარმომადგენლები ამ მოლაპარაკებას არს ესწრებოდნენ. მას შემდეგ რაც პორტსმუტსში რუსეთმა გააფორმა საზავო ხელშეკრულება და საგარეო საქმეთა მინისტრმა ვ. ლანზდროფმა დიდი ხნის საუბრის შემდეგ დაარწმუნა რუსეთის იმპერატორი , რომ შეეტანა ამ ხელშეკრულებაში რამოდენიმე განმარტება, კეძოდ, იმისსესახებ, რომ თუ გერმანია საომარ მოქმედებებს დაიწყებდა საფრანგეთის წინაარმდეგ, მაში ეს მოკავშირეობის შეთანხმება ბათილი იქნებოდა. ამის შესახებ ეცნო გერმანიის ინპერატორს. ეს იყო დიპლომატიური უარი ხელშეკრულებაზე. ამ ფაქტმა საფრაგეთ-რუსეთის მოკავშირეობა კიდევ უფრო გაამყარა, ასევე რუსეთმა საფრანგეთისაგან სესხად მიიღო 850 მლნ. მანეთი .

  ამავე დროს რუსეთის იმპერია არანაირი სურვილი არ ქონდა გაემწვავებინა ურთიერთობა გერმანიასთან და 1907 წელს , ივლისის თვეში მოხდა მათი შეთანხმება ბალტიის ზღვაზე ”სტატუს-კვოს” შენარჩუნების შესახებ, ამ შეთანხმებას შეუერთდა შვეცია და დანია .
 გერმანია და მისი მოკავშირე ავსტრია -უნგრეთი ცდილობენ ბალკანეთი და თურქეთი თავის ინტერსების სფეროდდა მოკავშირედ  გადაექციათ, რასაც ეწინარმდეგებოდა ანტანტის ინტერესები.  სწორედ ამ ინტერსების კონფლიქტმა წარმოშვა ბოსნიის კრიზისი ბალკანეთში  1908-1909 წლებში.
  ბოსნია ჰერცოგოვინა, რომელიც დასახლებული იყო სერბებითა და ხორვატებით,  ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით (რუსეთ-თურქეთის ომი 1877-1878) ოკუპირებული ჰქონდა ავსტრია-უნგრეთს , მაგრამ თურქეთი მას კვლავ თავის ”სამფლობელოდ” თვლიდა ; რაც შეეხება ავსტრიას მას გადაწყვეტილი ჰქონდა ბალკანეთის სრული ანექსია და მისი სამხედრო პლაცდარმად გამოყენება;
  1908 წელს დაიწყო რევოლუცია თურქეთში; დაემხო სულთან აბდულ ჰამიდის აბსოლუტური მონარქია,  ხელისუფლების სათავეში მოდიან სამხედროები და ბურჯუაზიის წარმომადგენლები, რომლებიც ცნობილი არიან ”ახალგაზრდა თურქების ” სახელით (იგივე ნაციონალისტური ორგანიზაცია ”ერთობა და პროგრესი” ), მატ შემოიღეს ქვეყანაში კონსტიტუცია . ამ მოძრაობამ ბალკანეთს უბიძგა დაეწყოთ ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა, რომელსაც თურქეთი სასტიკად უსწორდებოდა. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ავსტრიამ ჩათვალა, რომ დადგა ხელსაყრელი მომენტი მოეხდინა სრული ანექსია ბალკანეთის ქვეყნებისა,რუსეთმა კარგად იცოდა ვენის კაბინეტის ჩანაფიქრის შესახებ, ამიტო გადაწყვიტა ავსტრიისაგან მოეთხოვა კონპესაცია . 1908 წლის 2-3 (16-17) სექტემბერს ავსტრიის ციხე ბუხლაუში ერთმანეთს შეხვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრები გრაფი ერენტამელი (ავსტრია) და იზვოლსკი (რუსეთი) , მათ შორის გაფორმდა ზეპირი შეთანხმება (“джентльменское”). რუსეთის იმპერია თანხმდებოდა ავსტრია-უნგრეთის მიერ ბოსნია -ჰერცოგოვინას მიერთებას იმ შემთხვევაში, თურუსეთის სამხედრო ფლოტი მოიპოვებდა შავ ზღვაზე გასასვლელს , ასევე ითხოვდა კომპენსაციას სერბეთის ტერიროიაზე და თურქეთის პროვინციას (Ново-Базарского санджака ), ეს საკითხები აუცილებლად უნდა

შეთანხმებულიყო ბერლინის კონგრესზე მონაწილე სახელმწიფოებთან და განხილულიყო საერთაშორისო კონფერნციაზე, სწორედ ამის გამო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოაწყო ევროპის ქვეყნებში ტურნე , გერმანიამ და იტალიამ   განუცხადეს, რომ ისინი თანახმა არიან, მაგრა მოითხოვეს კომპენსაცია, ინგლისმა და საფრანგეთმა , რომლებიც იყვნენ მოკავშირეები რუსეთისა, არ იყვნენ დაინტერესებულები ზღვაზე გასასვლელი გზების შეცვლისა და ფაქტობრივად უარი განუცხადს მხარდაჭერაზე.  1908 წლის 29 სექტემბერს (10 ოქტომბერი) , როცა ევროპისტურნე იზვოლსკის ჯერ დამთავრებულიც კი არ ქონდა, ავსტრია-უნგრეთმა გამოაცხადა ბოსნია-ჰერცოგოვინას ანექსია; ამავე დროს ერენტალმა ჩუმად დაიწყო მოლაპარაკება ბულგარეთთან, კერძოდ ფერდინანთან, შეპირდა მას სრულ დამოუკიდებლობას. ბერლინის კონგრესის შემდეგ ბულგარეთი კი ინარჩუნებდა ავტონომიას, მაგრამ გადასახადს უხდიდა თურქეთს, ასევე ბულგარეთის მთავარს ნიშნავდა სულთანი . ავსტრია-უნგრეთის მხარდაჭერის დანახვისტანავე- ფერდინანდმა გამოაცხადა თავი მეფედ , ხოლო ბულგარეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.
   ბოსნია-ჰერცოგოვინას ანექსიის წინააღმდეგ გამოვიდა რუსეთი, სერბეთი, თურქეთი, სერბეთმა გამოაცხადა სამხედრო მობილიზაცია , ინგლისმა  წამოაყენა პროექტი სრუტეების ნეიტრალიტეტის შესახებ და გაგზავნა თავისი ესკადრელია დარდანელის სრუტეში, ასევე შესთავაზა თურქეთს გაემაგრებინა ბოსფორი , ამავე დროს თურქეთმა ახალი სუბსიდიების სანაცვლოდ , (2, 5 მილიონი ფუნტი სტრელინგი) უარი განაცხადა ბოსნია-ჰერცოგოვინაზე.
  რუსეთის იმპერიასი ამ დროს იზვოლსკის წინაარმდეგ გამოვიდა სტოლიპინი.მან განაცხადა, რომ ავსტრია-უნგრეთის ანექსია გამოიწვევდა სლავი ხალხის უკმაყოფილებას ბალკანრთზე და ასევე რუსეთში; კერძოდ, ეს ქმედება საფუძველს ჩაუყრიდა ”პანსლავიზმს” ბალკანეთის ნახევარკუნძულზე;

ავსტრიული კარიკატურა
”სერბეთი უნდა მოკვდეს” 

 ავსტრია-უნგრეთმა ულტიმატუმის ენით მოსთხოვა სერბეთს ეცნო ბოსნია-ჰერცოგოვინას ანექსია,  თუ ეს არ მოხდება , მაშინ ავსტრია სერბეთს ომით ემუქრებოდა, პარალელურად დაიწყო საკუთარი ჯარების მობილიზება სერბეთის საზღვართან . გერმანიამ მხარი დაუჭირა ვენას და 1909 წელს რუსეთს მოსთხოვა ეცნო ავსტრია-უნგეთის მიერ ბოსნია-ჰერცოგოვინას ანექსია და მოეთხოვა სერბიისათვის მიეღო ვენის კაბინეტის გაადწყვეტილება; ასევე გერმანიამ გაიმეორა ულტიმატუმი ომის დაწყების შესახებ, ამავე დროს ბერლინმა განაცხადა, რომ ”დადგა ყველაზე კარგი  დრო რუსეთს გასწორებოდა ”  რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ მოიწვია საბჭო, აქ განიხილეს საკითხი იმის შესახებ , რომ რუსეთი არ იყო მზად იმისათვის და გარდა ამისა, ქვეყანაში იყო ეკონომიკური და სოციალური კრიზისი. სტოლიპინმა განაცხადა, რომ იმ დროს ომის დაწყება ნიშნავდა  ქვეყნის კრიზისს, ამიტომ საჭირო იყო ყველანაირად ეცადათ არ ჩართულიყვნენ საომარ კონფლიქტში, ამ გადაწყვეტილებით რუსეთის იმპერატორმა მიიღო გერმანიის წინადადება, უფრო მეტიც მან აიძულა სერბები დათანხმებულიყვნენ ავსტრია-უნგრეთის ულტიმატუმს!  რუსეთმა დათმო პოზიციები, რამაც გააძლიერა გერმანოფილები, ამავე დროს დაიწყეს საფრანგეთისა და ინგლისსის საწინაარმდეგო სტატიების დაბეჭდვა გაზეთებში , კერძოდ ისინი წერდნენ, რომ ყველაზე მძიმე პერიოდში ინგლისმა და საფრანგეთმა რუსეთს მხარი არ დაუჭირა . გერმაბნიამ ჩათვალა, რომ ეს იყო მომენტი, როცა შესუსტდა რუსეთის გავლენა ბალკანეთში და შესაძლებელი იყო  ნაპრალი გაჩენილიყო ანტანტაში.
   გერმანია ცდილობს გააძლიეროს საკუთარი გავლენა ბალკანეთში და გამოდევნოს ახლო არმოსავლეთიდან რუსეთი, ინგლისი და საფრანგეთი , მაგრამ ზუსტად ამ სურვილმა გერმანიისა  უფრო დაახლოვა ანტანტის ქვეყნები . რუსეთმა დაიწყო სამხედრო რეფორმების გატარება. 1910 წელს მოხდა რუსეთის  არმიის დისლოკაცია , რათა უფრო თანაბრად გადანაწილებულიყო  ძალები ქვეყანაში. ჯარის ნაწილები გამოყვანილი იქნა სასაზღვრე ზოლიდან, რუსეთმა კარგად იცოდა, ომის შემთხვევასი მას დაარტყავდა როგორც გერმანია, ასევე ავსტრია-უნგრეთი, ამიტომ ცდილობდა მაქსიმალურად მოეხდინა მობილიზაცია თავისი სამხედრო ძალებისა , გაიზარდა ოფიცერთა კორპუსი. ბოსნიის კრიზისმა დაახლოვა რუსეთი და იტალია.ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა საიდუმლო ხელშეკრულებას , რაც ითვალისიწნებდა იტალიის მხარდაჭერას სტატუს-კვოზე ბალკანეთში, ასევე  თანამშრომლობას შავიზვისპირეთის სრუტეების გასასვლელში, მაგრამ იტალია მოითხოვდა რუსეთის მხარდაჭერას ჩრდილოეთაფრიკის კოლონიებში  ანექსიაზე, კერძოდ მას სურდა ტრიპორიტანი და კირენაკი, რომელიც იმ დროს თურქეთის ხელში იყო. სხვათაშორის ამ შეთანხმებამ ხელი შეუწყო იტალიის დაახლოვებას ანტანტასთან და როგორც ვიციტ, უკვე პირველი მსოფლიო ომის დროს ის გამოდის სამთა კავშირიდან და ანტანტის მოკავშირე ხდება.
 1911 წელს დაიწყო იტალია-თურქეთის ომი, თურქეთის წარუმატებლობით სცადა ესარგებლა რუსეთს,   თურქეთში რუსეტის წარმომადგენლად გააგზავნა ჩარიკოვი, რომელსაც დავალებული ქონდა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა თურქეთისაგან მიეღო სამხედრო ფლოტისათვის შავ ზღვაზე გასასვლელი. ჩერიკოვის წინაშე იყო ამოცანაც , მას უნდა  მოეხერხებინა გაეერთიანებინა  თურქეთი, სებეთი, ჩერნოგორია , შეექმნა ბალკანეთის კავშირი, რომელსაც სატავეში მერე ჩაუდგებოდა რუსეთი ,  ავსტრია-უნგრეთისა და გერმანიის აგრესიის შემთხვევაში კი მოკავშირე გაეხადატ ასევე რუმინეთი და საბერძნეთი .

ივლისის კრიზისი
1914 წელი 

პირველი მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი გახდა 1914 წლის 28 ივნისს ქ. სარაევოში ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრის ერცჰერცოგ ფრანც-ფერდინანდის მკვლელობა, რასაც მოჰყვა ე.წ. ,,ბოსნიის კრიზისი’’. ტახტის მემკვიდრის მკვლელობაში ავსტრიელებმა დამნაშავედ სერბები მიიჩნიეს და გერმანიასთან მოლაპარაკების შემდეგ 23 ივლისს ვენამ ბელგრადს შემდეგი ულტიმატუმი წაუყენა: სერბეთს უნდა შეეწყვიტა ანტიავსტრიული პროპაგანდა და ავსრტიის წარმომადგენლები დაეშვა მკვლელობის გამოსაძიებლად. სერბებმა უკანასკნელი პუნქტი არ მიიღეს.

მასალა თარგმნა  ნინო აბულაძემ

გამოყენებული ლიტერატურა :В.А. Федоров.
                                                        Боснийский кризис 1908-1909 годов
http://ru.wikipedia.org/wiki/Боснийский_кризис
http://ru.wikipedia.org/wiki/Июльский_кризис