სასწავლო ცენტრი “გეო” გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას


სკოლის მასწავლებელი ისეთ ძალაუფლებას ფლობს, რომელზედაც პრემიერ-მინისტრები მხოლოდ ოცნებობენ

უინსტონ ჩერჩილი

რას ნიშნავს იყო წარმატებული მასწავლებელი? ხშირად ხდება განსჯის საგანი ჩვენი ქვეყნის განათლების სიტემა მისი შავ-თეთრი   ლაქებით . იმედია, ყველა ვთანხმდებით ვიდრე განათლების სისტემას არ შევქმნით არაფერია ქვეყნის საშველი, რადგან სწორედ განათლებამ უნდა აღზარდოს ქვეყნის მომავალი თაობა,  კადრი ვინც ხვალ ქვეყანა უნდა ჩაიბაროს. ხშირად ვკამათობთ როგორი უნდა იყოს მასწავლებელი, სერთიფიცირებული? კრედიტქულებით შეფასებული? ისმევა კითხვა როგორ უნდა გავუზარდოთ პედაგოგს მოტივაცია, რომ მისი შრომის ნაყოფიერება გაიზარდოს და უკეთესი თაობები აღუზარდოს ქვეყანას? სჭირდება თუ არა პედაგოგს სერთიფიკატი? ეს თემა სადავო არ უნდა იყოს, ყველა პედაგოგმა უნდა შეძლოს საკუთარ საგანში სერთიფიკატის მოპოვება, თუმცა ეს არ უნდა ნიშნავდეს რაიმე პრივილეგიას. ყველა პედაგოგი უნდა იყოს ორიენტირებული ახლის ძიებაზე და ესეც მხოლოდ და მხოლოდ მოსწავლის სასარგებლოდ. ამ საკითხში კი გადამწყვეტი როლი სახელმწიფომ უნდა ითამაშოს, სწორედ სახელმწიფოა ვალდებული შექმნას ეფექტური განათლების სისტემა. მაგრამ, დღეს გვაქვს მოცემულობა როგორიც გვაქვს. განათლების სისტემის შექმნას ბარე ორი ათეული წელი დასჭირდეს ჩვენს ქვეყანაში და როგორ მოვიქცეთ? როგორ მოვუაროთ პრობლემას?  შეგვიძლია თუ არა შევცვალოთ რამე უკეთესობისაკენ? მით უფრო მაშინ, როცა ორი ათეული წელი რამდენიმე თაობაა. რა შეუძლია ერთ კონკრეტულ პედაგოგს შეცვალოს და შეუძლია თუ არა? პასუხისმგებლობის თავიდან აცილება ყველაზე მარტივი გამოსავალია, თუმცა ეს სულაც არ გვათავისუფლებს შედეგზე პასუხისმგებლობიდან.

მასწავლებლობა პროფესია არაა მოწოდებააო, მოვისმინე ამას წინათ სადღაც და სრულად დავეთანხმე, თუ თითოეული პედაგოგი კარგად გაიაზრებს საკუთარ როლს სახელმწიფოს წინაშე, საკუთარ პასუხისმგებლობას თითოეული ბავშვის წინაშე იქნებ საშველიც გამოჩნდეს.

feature_cropped_01საიდან დავიწყოთ? -ურთიერთობებიდან. ხშირად ვიწონებთ თავს ჩემმა მოსწავლემ წარმატებას მიაღწია ამა თუ იმ სფეროში, ჩემმა მოსწავლემ მიიღო სახელმწიფო დაფინანსება და ჩაირიცხა ამა თუ იმ უნივერსიტეტში, ეს ყველაფერი კარგი და მისაალმებელი მაგრამ რამდენმა მოსწავლემ ვერ მიიღო გრანტი? რამდენი ვერ ჩაირიცხა და უფრო მეტიც რამდენი დაგვრჩა საერთოდ შეუმჩნეველი? ვფიქრობთ კი ამ საკითხზე, არადა იქნებ იმ სხვასაც უფრო მორიდებულს და უფრო შეუმჩნეველს უნდოდა საკუთარი ნააზრევი გაეზიარებინა ჩვენთვის, იქნებ კიდევ რამდენი წარმატებული ადამიანის „შექმნა“ შეგვეძლო ცოტა მეტი გულისხმიერება რომ გამოგვეჩინა? თუკი ჩვენმა მოსწავლემ უღირსი საქციელი ჩაიდინა, განა ჩვენ არ ვართ მათ საქციელზე პასუხისმგებელი? იქნებ გაუცხოებამდე ჩვენ დავუშვით შეცდომა, იქნებ ჩვენ ვერ შევნიშნეთ მისი ავი ზრახვა. იქნებ შეგვეძლო თავიდან აგვეცილებინა? ჩვენ ხომ წარმატებული მოსწავლეების გარდა წარუმატებლების მასწავლებიც ვართ?

გადავხედოთ ჩვენს მოსწავლეებს დავფიქრდეთ თითოეულ მათგანზე, ვის რა დავაკელით კარგად გავიაზროთ და შევცვალოთ მიდგომა, მოვუსმინოთ და ვეცადოთ მოვიპოვოთ მათი ნდობა, თუ თითოეული მათგანისგან წარმატებულ და საამაყო ადამიანს ვერ მივიღებთ, იქნებ ის მაინც შევძლოთ გულწრფელი, თავისუფლად მოაზროვნე კარგი ადამიანები აღვუზარდოთ სამშობლოს, თავიდანვე შევაგუოთ ბავშვებიც და საკუთარი თავიც აზრს, რომ ყველა გენიოსი ვერ იქნება. ქვეყანას კი კარგი მოქალაქეები სჭირდება…. ჩვენ დავიწყოთ, დავიწყოთ საკუთარი თავებიდან ცვლილებები და საშველიც გზად წამოგვეწიოს ეგებ…

eefafd7593a5ხვალ ახალი სასწავლო წელი დაიწყება. გისურვებთ ახალი შემართებით, ახალი იდეებით შეხვდეთ ახალ სასწავლო წელს. მოუცლელებმა, საკუთარი „დიდური“ პრობლემებით დატვირთულებმა, რაც შეიძლება დიდი  დრო გამოვყოთ ჩვენი შვილების თუ ჩვენი აღსაზრდელების პრობლემების მოსასმენად და გასააზრებლად, რადგან ეს ბავშვები ჩვენი ქვეყნის „აწმყო და მერმისია“

დასაქმებულ მშობლებს სასწავლო ცენტრი „გეო“ გთავაზობთ გახანგრძლივებულ ჯგუფს დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის


  • გაკვეთილების მომზადება (თამაშით სწავლება )
  • ხელოვნების გაკვეთილები
  • უცხო ენები
  • კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა-გაანალიზება
  • საბავშვო ფილმების (ანიმაციური, მულტიპლიკაციური) ჩვენება-განხილვა
  • დამოუკიდებელი აზროვნების, ანალიზისა და დასკვნების გაკეთების უნარის განვითარება
  • ჭადრაკი
  • კულტურული ღონისძიებები
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი თამაშები
  • სადილი

ქ.გორი  სამეფო ქ.#27 ტელ: (0370)22-90-55

სწავლა დაიწყება 2014 წლის 15 სექტემბერს

სასწავლო ცენტრი “გეო” 10 წლისაა


დღეს სასწავლო ცენტრი „გეო“ 10 წლის გახდა. დავიწყეთ უცხო ენების და კომპიუტერული პროგრამების სწავლებით. როდესაც 2005 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველად დანერგა განათლების სამინისტრომ, ძალიან თამამი განაცხადი იყო ჩვენი მხრიდან სარეპეტიტორო სკოლის შექმნა. დღევანდელი გადასახედიდან ასეთი პასუხისმგებლობის აღება ერთდროულად რთულიც იყო და სარისკოც, ახალგაზრდა კარგი განათლების პედაგოგები გამოცდილ მასწავლებლებთან ერთად დგამდნენ პირველ ნაბიჯებს და ეს არ უნდა შესტყობოდათ, დაუღალავმა შრომამ განაპირობა აბიტურიენტების წარმატებაც და პედაგოგების დახელოვნებაც.

გვახსოვს პირველი ნაკადი და პირველი წარმატებით გამოწვეული სიხარული, თუმცა მერე ემოციურად არაფერი შეცვლილა, ისევ ისე გვახარებდა წარმატება, უფრო კი წარუმატებლობა გვწყინდა, მერე რა თუ იშვიათი იყო.

გვახსოვს თითოეული ბავშვი ხასიათით, თვისებებით, აზროვნებით…

ერთი შეხედვით არაფერი ახალი ათი თითქმის ერთნაირი წელიწადი, მაგრამ თითოეული წელი ძალიან გამორჩეული და მნიშვნელოვანი-ახალი თაობებით.

ჩვენი გუნდი

546769_470210606351370_531654475_n მაიკო გოგოლაძე:სასწავლო ცენტრ „გეოში“ მუშაობა 2005 წელს დაიწყო. აბიტურიენტებისგან არ გამოირჩეოდა, მშვიდი გაწონასწორებული, მშრომელი დაუღალავი პატარა გოგო, პირველივე წელს ძალიან დიდი წარმატებით. მისმა მოსწავლეებმა უმაღლესი შედეგები დადეს…

„არ არსებობს პროფესია,რომელიც გულისხმიერებას არ საჭიროებს, მასწავლებლობა კი მათ შორის  გამორჩეულია. თუმცა, ამას ახლა ვაცნობიერებ,მაშინ კი,უბრალოდ წაკითხულის სხვებისთვის გაზიარება მომწონდა, მომწონდა,როცა ბავშვებს ვეხმარებოდი გააზრებაში. და,ისე,უბრალოდ,გადავწყვიტე  მასწავლებლობ. ეხლა უკვე ამ გადასახედიდან,მადლობელი ვარ ჩემი ინტუიციის.ვფიქრობ,რომ გამომივიდ .მახსენდება პირველი გაკვეთილი და აკანკალებული ხმა,მაშინ ბავშვებს ვერ ვხედავდი,მხოლოდ საკუთარ თავს და ვნერვიულობდი არაფერი შემშლოდა.დღეს კი ბავშვბს ვხედავ მხოლოდ,თუმცა ეს არ ნიშნავს,რომ ეხლა არაფერი მეშლება.მასწავლებლის მოვალეობად მათში პიროვნების დანახვა და გაზრდა მიმაჩნია. თუ ავთანდილის ანდერძი ზეპირად ვერ ისწავლეს არ ვთვლი,რომ სამყაროს დასასრულია,მთავარია გაიაზრონ,რომ სიცრუე სულს ვნებს,მეგობრის ღალატი ცუდია და დანაპირებს შესრულება უნდა.  რატომ გადავწყვიტე მასწავლებლობა? არ ვიცი. ვიცი,რომ ეს კეთილშობილური მისაა და ამავე დროს ძალიან საპასუხისმგებლო“.

ამ კეთილშობილურ მისიას მაიკო მეათე წელია წარმატებით ასრულებს, ამჯერად მხოლოდ ჩვენთან არა სკოლა „თამარიონშიც“ და დღეს უკვე ხმამაღლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ არ შევცდით, როდესაც არჩევანი არა გამოცდილებაზე არამედ კარგ განათლებასა და ენთუზიაზმზე გავაკეთეთ, დღეს მაიკოს მხოლოდ ჩვენ არ ვენდობით და ვაღიარებთ, მას განათლების სამინისტრომ ორჯერ მისცა მასწავლებლის სერთიფიკატი ქართულ ენასად და ლიტერატურაში და დაწყებით განათლებაში. მაიკო წარმოშობით სურამელია, გორელების რძალმა არა მხოლოდ ორი ლამაზი ვაჟი აჩუქა ჩვენს ქალაქს, ვიქნებით გადაუჭარბებლები თუ ვიტყვით, თავადაა ჩვენი ქალაქისთვის საჩუქარი.

ლალი მურაჩაშვილი:10518688_572495829525605_2093898851906142519_n ისტორია გეოგრაფიის პედაგოგი, ლალიმ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და მიიღო მასწავლებლის სერთიფიკატი, აგერ უკვე მესამე წელია წარმატებისთ ასწავლის ბავშვებს, ბავშვებისადმი დამოკიდებულების ერთიანი ხედვაა ჩვენს სასწავლო ცენტრში, ჩვენ მათ აღვიქვამთ პიროვნებებად, ერთდროულად ვასწავლით და ვსწავლობთ მათგან. ლალიკოს დიდი მისია აკისრია, ასწავლოს ბავშვებს და შეაყვაროს საქართველოს ისტორია და გეოგრაფია. არ წყვეტს პიროვნულ ზრდას ეძებს სიახლეს ნერგავს ახალ მეთოდებს, რაც წარმატებით გამოსდის კიდეც.

რუსუდან ამბრიაშვილირუსული ენის და ლიტერატურის პედაგოგი:

392157_351494858268211_114579844_n

„დავიბადე პედაგოგების ოჯახში და ვხედავდი როგორ ხარობდნენ და ბრაზობდნენ ჩემი მშობლები თავისი მოსწავლეების წარმატებით თუ წარუმატებლობით. ვხედავდი როგორ გადიოდა ათობით კილომეტრს დედა, რომ მისულიყო თავის მოსწავლეებთან.

და როდესაც მოვიდა დრო, რომ უნდა დავფიქრებულიყავი პროფესიის არჩევაზე, ბევრი არ მიფიქრია…რა თქმა უნდა პედაგოგობა დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან იღებ უშუალო მონაწილეობას მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. შესაძლებელია მასწავლებლის ერთმა ფრაზამ უდიდესი გავლენა იქონიოს მოსწავლის მომავალზე…“ ჩვენთან რუსუდანი 2008-10 წლებში მუშაობდა, მერე კი თავადაც „გაიარა ათობით კილომეტრი“ მოსწავლეებთან მისასვლელად. ჩაერთო პროექტში „ასწავლე საქართველოსთვის“ 2013 წელს კი რუსუდანი ისევ ჩვენთან დაბრუნდა და სხვა გამოცდილებით განაგრძო საქმიანობა.

ანა ქოქ10426646_572496102858911_8353409032847446363_nოშვილი-ინგლისური ენის პედაგოგი. შემოქმედებითი უნარებით გამორჩეულ ანას სიახლეებზე ალღოს აღება არ უჭირს. გამუდმებით ეძებს ახალ მეთოდებს ქმნის ტესტებს ახალი თემებით, რომ გაკვეთილი უფრო საინტერესო და ერთგვარად სახალისო გახადოს. განათლების სამინისტრომ მისი ცოდნა საკმაოდ მაღალი ქულით შეაფასა, და თავადაც უშურველად უყოფს მოსწავლეებს ოდნას. იმისდა მიუხედავად,რომ ანა მთარგმნელობით საქმიანობასაც ითავსებს მისთვის მასწავლებლობა უპირველესი მისიაა.

თამარ (მანანა) გიგაური. ქალბატონი მანანა მეცნიერ მუშაკი გახლავთ, მას შემდეგ რაც მისი განათლება და გამოცდილება მეცნიერებაში აღარავის დასჭირდა, მასწავლებლობა გადაწყვიტა, მოიპოვა მასწავლებლის სერთიფიკატები ქიმიასა და მათემატიკაში და წარმატებული მასწავლებელი გახდა. ქალბტონი მანანა მეორე წელია რაც ჩვენთან მუშაობს, წელს გადაწყვიტა სიახლე დანერგოს და პატარა ქიმიური ლაბორატორია შექმნას (შესაძლებლობის ფარგლებში), რადგან თვლის, რომ ქიმიის შესწავლა თვალსაჩინოების გარეშე შეუძლებელია.

10001428_269546729872777_1162956466_nქეთი ტლაშაძე, ქიმია ბიოლოგიის სერთიფიცირებული პედაგოგი. ქეთი მასწავლებელთან  ქიმია ბიოლოგიის სწავლაც კი იოლიაო ასე შეაფასა ერთერთმა ბავშვმა ქეთის პედაგოგობა. ქეთის აგერ უკვე მესამე წელია უწევს რამდენიმე ათეული კილომეტრის გავლა მოსწავლეებთან შესახვედრად, თუმცამას ეს არ უშლის ხელს იყოს წარმატებული პედაგოგი.

ლეილა ბერუაშვილი-ფიზიკა მათემატიკის პედაგოგი-ქალბატონი ლეილა დევნილია.  ხშირად წუხს რომ დიპლომი მშობლიურ ერგნეთში დარჩა და ვერ ახერხებს სასერთიფიკაციო გამოცდის ჩაბარებაში, თუმცა ჩვენთვის მისი სერთიფიკატი მისივე მრავალწლიანი გამოცდილებაა. მოსწავლეების შედეგები   და მისდამი სიყვარული,რომლებსაც მოსწავლეები ხშირად გამოხატავენ.

DSC00003თინათინ გიგუაშვილი, თინათინმა წარმატებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ის რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სასწავლო ცენტრ „გეო“ს  სასწავლო ცენტრის წარმატება დიდწილად მასი დამსახურებაა, ამავე დროს თინათინი ზოგადი უნარების და აზროვნების ჩამოყალიბებაში ეხმარებოდა მოსწავლეებს. დღეს ის იტალიიდან დაგვახმარს თავის ცოდნას ასაკობრივ ფსიქოლოგიაში და ჩვენს ბლოგზე რუსბრიკას შემოგთავაზებთ „ფსიქოლოგის გვერდი“. იმედი გვაქვს, მალე დაბრუნდება…

აი, ესაა ჩვენი გუნდი ახალ პედაგოგებთან ერთად რომლებიც დღეს მუშაობენ ჩვენთან და განათლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ ყველა სიახლეს წარმატებით ართმევენ თავს, ვულოცავთ მათ 10 წლის იუბილეს, და მადლობას ვუხდით, რომ ჩვენთან ერთად ზრუნავენ როდისმე რამე იყოს უკეთ ჩვენს ქვეყანაში, რადგან ჩვენ ყველას ერთად გვჯერა რომ საქართველოს განათლებული, მოაზროვნე თაობა გადაარჩენს, თუ მათ აღზრსადა და ჩამოყალიბებაში ჩვენი მოკრძალებული წვლილიცაა ნიშნავს, რომ უქმად არ გვიშრომია.

ვულოცავთ ყველა იმ ადამიანს ვინც ჩვენთან მუშაობდა ამ 10 წლის განმავლობაში, დღეს მათი უმრავლესობა წარმატებული პედაგოგია და ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ ერთმანეთთან მოგვიწია თანამშრომლობა.564424_324417351038336_1640607470_n

ვულოცავთ ყველა აბიტურიენტს, ვინც ჩვენთან სწავლობდა, მათი რაოდენობაც გვეყოფოდა საამაყოდ, თუმცა უფრო ამაყები ვართ როცა თითოეული მათგანის ახალ-ახალ წარმატებას ვგებულობთ, ბევრი მათგანი უკვე ჩამოყალიბებული პროფესიონალია. განსაკუთრებით სასიხარულო კი ჩვენთვის ის აბიტურიენტებია, რომლებმაც მასწავლებლის პროფესია აირჩიეს, თუ მათ გადაწყვეტილებაში ჩვენი გავლენაცაა თავს ძალიან ბედნიერად ჩავთვლით.

წელს მეათე ნაკადს მიიღებს სასწავლო ცენტრი „გეო“, თუმცა ეს ჩვენთვის არ იქნება „მეათე“ რადგან ყველა ახალი თაობა წინასგან რაღაცით განსხვავებული და  საინტერესოა.