“შუშანიკის წამება”-ისწავლე, იმსჯელე, გაამყარე არგუმენტით


მაიკოჰაგიოგრაფიის  სწავლებისას მოსწავლემ უნდა შეძლოს ტექსტის ლექსიკის  გაგება და, რა თქმა უნდა, ანალიზი, რადგან შეტანილია  სასკოლო სახელმძღვანელოში  ეს იმას  ნიშნავს,რომ უნდა ვიფიქროთ,  ვიმსჯელოთ და გამოვთქვათ ჩვენი ვარაუდი,გავცეთ უამრავ კითხავას პასუხი რაც ტექსტის გაცნობისთანავე ჩნდება.

       ჩემი რჩევაა წაიკითხოთ ტექსტი რამდენჯერმე,რადგან თვალისა  და   ყურისათვის არ იყოს უცხო.  ნუ შეუდგებით სწავლს,თქვენ მიერ შინაარსის სახით ჩაწერილიდან ან ინტერნეტიდან  ამოკითხული გაუგებარი კომენტარებიდან.დაიხმარეთ ტექსტის ქვემოთ მოცემული ლექსიკონი, უკეთეს შემთხვევაში  მ ა ს წ ა ვ ლ ე ბ ე ლ ი. 

შუშანიკის წამების   ავტორი და პერსონაჟი.

ორივე  მათგანი იაკობ ხუცესია,გავაანალიზოთ  თითოეულის როლი და  მისია,თუნდც მოქმედების მოტივი.

ავტორი,რომ იაკობია თავად ნაწარმოებიდან ჩანს, იგი სასახლის კარის  ეკლესიის მღვდელი (ხუცესი) და შუშანიკის პირადი მოძღვარია,მისი სახელი ნახსენებია   მონაკვეთში,რომელშიც შუშანიკთან შესული ვარსქენის მიერ გაგზავნილი ყრმა  იკითხავს „იაკობ მანდა არს?“ შუშანიკის ღვაწლის  აღწერა,რომ თავიდანვე გადაწყვეტილი აქვს  ჩანს მისივე სიტყვებიდან,როდესაც შუშანიკთან შესული ხუცესი სთხოვს დედოფალს„  -ვითარ გეგულების,მითხარ  მე,რაითა უწყოდი და  აღვწერო შრომაი  შენი.“ რატომ  გადაწყვიტა  შუშანიკის „შრომის“ აღწერა ან  რა შრომაზეა ლაპარაკი?რა გათვლები ჰქონდა იაკობს, რა მიზანს ისახავდა მისი ეს  გადაწყვეტილება? დავიწყოთ  იქიდან,რომ იაკობი  კარგად  იცნობდა ვარსქენს,როგორც ჩანს მასთან არაერთხელ ულაპარკია შუშანიკს  იმის თაობაზე,  რომ  მის ქმარს შერყეული ჰქონდა რწმენა.ამას მოწმობს  დასაწყიშივე  ნათქვამი  „უკეთურებისა მის სახისა ქმრისა მისისაისა მარადის გულს ეტყვნ ევედრებიან ყოველთავე  ლოცვის ყოფად მისთვის, რაითამცა ცვალა იგი ღმერთმან სახისა მისგან უგუნურებისა.“

ვარსექენის ქედმაღლობაზე  პატივმოყვარეობასა  და მესაკუთრეობაზეც  ამახვილებს ყურადღებას იაკობი, როცა ვარსქენის მიერ პეროზ მეფისადმი მიცემულ პირობაზე წერს. ჩემს ცოლ-შვილსაც მოვაქცევ შენს რჯულზეო „ამას უქადებდა, რომელ-იგი არა აქუნდა ხელთა შუშანიკისადა“. ასევე,  როცა ვარსქენის დაბრუნებასა და სურვილს აღწერს,რომ მას  წინ შეჰგებებოდნენ „აზნაურნი და მისნი ძენი,და მსახურნი მისნი“ვარსქენის სისასტიკესა და შეუბრალებლობის შესახებაც  იცის იაკობმა,რადგან უწინასწარმეტყველებს შუშანიკს,იმ გვემისა და ტანჯვის შესახებ,რომელიც  მას ვარსქენისაგან მიადგება.გამოდის რომ მან  წინასწარ იცის  შუშანიკის მოწამებრივი გზის  შესახებ. რა მიზანს ისახავდა მის მიერ  ნაბიჯ-ნაბიჯ მიყოლა შუშანიკის ამბისადმი და ამ ყველაფრის დეტალური აღწერა,მხოლოდ რწმენისა და იდეალებისათვის თავდადებული ადამიანის სახის შექმნას?ალბათ, უფრო სახელმწიფოებრივი  მიზანი უნდა ყოფილიყო,რაც ხალხში რწმენის განმტკიცებას და მოღალატე, „საწყალობელი,“ პატივმოყვარე ხელისუფალის  ხატის დამარცხებას გამოიწვევდა.მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთგამოიწვევდა.მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ნაწარმოების დაწერის დროს (V საუკუნის II ნახევარი) მაშინდელ  პოლიტიკურ  ვითარებას,ირანი ქართლის გამაზდეანების პოლიტიკას ახორციელებდა, საჭირო იყო  დაშინებული  ხალხის გამხნევება,რაც კარგად მოახერხა იაკობ ხუცესმა,მან შექმნა  ზნეობრივი გმირის სახე.

ტექსტის სწავლის შემდეგ საჭიროა მისი გააზრება.

დაიმახსოვრეთ.  მოსაზრებას  სჭირდება  არგუმენტი.